ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

მიკროქირურგია

რა არის მიკროქირურგია?

მიკროქირურგია წარმოადგენს ქირურგიის სპეციალიზებულ მიმართულებას, რომელიც გულისხმობს მაღალი გადიდების ოპტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით ოპერაციული ჩარევის განხორციელებას სხეულის მცირე ანატომიურ სტრუქტურებზე. ოპერაციებისთვის გამოიყენება სპეციალური მიკროქირურგიული ინსტრუმენტები და გამადიდებელი ოპტიკა, რომლებიც შექმნილია ისეთი მაღალი სიზუსტის მანიპულაციებისთვის, რასაც ჩვეულებრივი ქირურგია ვერ უზრუნველყოფს.

მიკროქირურგია ქირურგიასა და ბიოინჟინერიას აერთიანებს და ექიმისგან მოითხოვს ტექნიკური ოსტატობის უმაღლეს დონეს და ხანგრძლივ სპეციალიზებულ სწავლებას. იგი წარმოადგენს მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ მიმართულებას, რომელიც საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ქსოვილების სტრუქტურა, ასევე მათი ფუნქცია.


რა დროს მიმართავენ მიკროქირურგიას?

მიკროქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც საჭიროა სხეულის მცირე, მაგრამ ფუნქციურად მნიშვნელოვანი სტრუქტურების ზუსტი და ნაკლებად ტრავმული აღდგენა ან მკურნალობა. მიკროქირურგია ფართოდ გამოიყენება როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ ქირურგიაში და ხშირად წარმოადგენს ერთადერთ გზას რთული ან დელიკატური შემთხვევების წარმატებით მართვისთვის.


რა ტიპის მიკროქირურგიული ოპერაციები ტარდება ნიუ ჰოსპიტალსში?

ნიუ ჰოსპიტალსის მიკროქირურგიის განყოფილების მაღალკვალიფიციური გუნდი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებს სთავაზობს:

როგორ ხდება მომზადება მიკროქირურგიული ოპერაციისათვის?

მიკროქირურგიულ ოპერაციამდე, ჩვეულებრივ, პაციენტს ენიშნება ლაბორატორიული კვლევები, ხდება მისი სამედიცინო შეფასება. შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული მედიკამენტების მიღება ან დანიშნული პრეპარატების დოზის კორექტირება, მოწევის შეწყვეტა და სისხლის გამათხელებელი ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებისგან თავის შეკავება, რათა მოხდეს სისხლდენის რისკის შემცირება.


როგორ ტარდება მიკროქირურგიული ოპერაცია?

მიკროქირურგიული ოპერაცია, როგორც წესი, რეგიონალური ანესთეზიის ქვეშ ტარდება.  ქირურგი იყენებს მაღალი გადიდების ოპტიკურ ტექნოლოგიებს (საოპერაციო მიკროსკოპებს ან ლუპებს) მცირე ზომის სტრუქტურების დეტალური ვიზუალიზაციისთვის.  ოპერაციები ტარდება სპეციალიზებული, 1-დან 2 მმ-მდე დიამეტრის მქონე ინსტრუმენტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსოვილების ზუსტ შეერთებას, გადანერგვას ან რეკონსტრუქციას.  მიკროქირურგიული მანიპულაციები ერთმანეთისგან განსხვავდება ოპერაციის ტიპისა და სირთულის მიხედვით.


რა უპირატესობები აქვს მიკროქირურგიას?

მაღალი გადიდების ოპტიკური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს საოპერაციო არის გადიდებას და მოძრაობის სიზუსტეს, რაც შესაძლებელს ხდის ოპერაციის ჩატარებას მიკროსკოპულ სტრუქტურებზე.  მიკროქირურგიის უპირატესობები მოიცავს უფრო სუფთა და მცირე ზომის ჭრილობებს, ნაკლებ სისხლდენას, ქსოვილებთან მინიმალურ მანიპულირებას და ჭრილობის უკეთ შეხორცებას.  ეს ფაქტორები განაპირობებს ნაკლებად მტკივნეულ პოსტოპერაციულ პერიოდს, უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას და უფრო დამაკმაყოფილებელ შედეგს.


რა გართულებები და რისკები შეიძლება ჰქონდეს მიკროქირურგიულ ოპერაციებს?

ნებისმიერი სხვა ქირურგიული პროცედურის მსგავსად, მიკროქირურგიასაც აქვს პოტენციური რისკები და გართულებები, როგორიცაა:

  • ასიმეტრიულ შეხორცება;
  • სისხლდენა;
  • ინფექცია;
  • დაბუჟება.
  • ტკივილს, შეშუპებას ან ინფექცია;
  • ნაწიბურების წარმოქმნა;
  • ქსოვილის დაკარგვა (ნეკროზი);
  • დამატებითი ქირურგიული ჩარევის საჭიროება მომავალში.