მიკროქირურგიული ოპერაციები ნერვული კონის კომპრესიების დროს
რა არის ნერვული კონის კომპრესია?
პერიფერიული ნერვული კონის კომპრესია — ეს არის მდგომარეობა, როდესაც რომელიმე პერიფერიულ ნერვზე ზეწოლა მოქმედებს, რაც არღვევს მის ნორმალურ ფუნქციას. ნერვის კომპრესია ხშირად გვხვდება იმ ნერვებზე, რომლებიც მცირე არხებში, ე.წ. გვირაბებში. გვირაბული სინდრომი გამოწვეულია ნერვის ანატომიურად ვიწრო გვირაბებში ზეწოლით. ანატომიური გვირაბის კედლები წარმოდგენილია ისეთი სტრუქტურებით, როგორიცაა - ძვლები, მყესები და კუნთები. ჩვეულებრივ, გვირაბებში გადის პერიფერიული ნერვები და სისხლძარღვები, მაგრამ გარკვეული პათოლოგიური ცვლილებების შედეგად არხი ვიწროვდება და ახდენს ნერვზე ზეწოლას.
რა ტიპის ნერვული კონის კომპრესიები არსებობს?
ნევული კონის კომპრესიის ტიპებია:
- კარპალური არხის სინდრომი;
- გიონის არხის სინდრომი;
- კებტალური არხის სინდრომი;
- სხივის ნერვის ნეიროპათია;
- მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია;
- დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია;
- ნერვის კომპრესიები, რომლებიც გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებით ან სინოვალური კისტებით.
რა იწვევს ნერვული კონის კომპრესიებს?
ნერვის კონის კომპრესიას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი შეიძლება ქონდეს. მეტწილად, დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
- უბედური შემთხვევები და ტრავმები;
- ქირურგიული გართულებები;
- სიმსივნეები ან კისტები;
- ნერვების კომპრესია შეხორცებებით ჭრილობების შემდგომ.
ზოგიერთ შემთხვევაში, სიმსივნეები ან სინოვალური კისტები პირდაპირ ზეწოლას ახდენენ ნერვებზე, რაც იწვევს კომპრესიას. ასეთი მდგომარეობები საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნერვის მუდმივი დაზიანება.
რა სიმპტომები ახასიათებს ნერვული კონის კომპრესიას?
ნერვის კომპრესიის სინდრომების ძირითადი სიმპტომებია:
- ტკივილი;
- დაბუჟება;
- ჩხვლეტა;
- კუნთების სისუსტე;
- მოძრაობს შეზღუდვა;
- ფუნქციის დაკარგვა.
ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს თანდათანობით ან მოულოდნელად, რაც დამოკიდებულია ზეწოლის მიზეზზე და ხანგრძლივობაზე.
როგორ ხდება ნერვული კონის კომპრესიების დიაგნოსტიკა?
ნერვული კონის კომპრესიების დიაგნოსტიკის მიზნით, ნიუ ჰოსპიტალსში შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის კვლევები:
- ელექტრომიოგრაფია;
- ექოსკოპია;
- მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია.
რა ტიპის მიკროქირურგიული ოპერაციები ტარდება ნერვული კონის კომპრესიების დროს?
როდესაც კონსერვატიული მკურნალობა უძლურია, დაავადების სამკურნალოდ ინიშნება ქირურგიული მანიპულაცია. ხშირ შემთხვევებში ნერვული კონის კომპრესიების დროს ქირურგს მცირე ანატომიურ სტუქტურებთან უწევს მუშაობა,ამიტომ ამ დაავადების დროს მეტწილად მიკროქირურგიული ოპერაციები ტარდება. ნიუ ჰოსპიტალსის მიკროქირურგიის განყოფილების გუნდს ნერვული კონის კომპრესიების სამკურნალო მიკროქირურგიული ოპერაციების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კლინიკაში შესაძლებელია ჩატარდეს ისეთი მიკროქირურგიული მანიპულაციები, როგორიცაა:
- ნერვის ნევროლიზი ან ენდონევროლიზი;
- ნერვის დეკომპრესია გვირაბულ არხებში;
- ნერვის ტრანსპოზიცია;
- ნერვის პლასტიკა;
- სიმსივნის ან კისტის მოცილება.
რა გართულებები შეძლება გამოიწვიოს ნერვული კონის კომპრესიების დროს ჩატარებმულა მიკროქირურგიულმა ოპერაციებმა?
მიკროქირურგიული ოპერაციები, ტრადიციულ ქირურგიულ ჩარევებთან შედარებით ნაკლები გართულებებით და სწრაფი რეაბილიტაციით ხასიათდება, თუმცა, როგორც ყველა ქირურგიულ მანიპულაციას ამ ტიპის ოპერაციებსაც ახლავს გართულებების რისკი. ოპერაციის შემდგომი გართულებები შეიძლება იყოს:
- ინფექცია;
- სისხლდენა;
- ტკივილის გამწვავება;
- · მგრძნობელობის ან მოძრაობის არასწორი აღდგენა.