ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

როგორ ვმართოთ ბავშვთა დაავადებები

ბავშვთა დაავადებების მართვის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მშობლის მიერ დროული და ადექვატური რეაგირება, რაც გულისხმობს პირველადი დახმარების აღმოჩენას და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისთვის დროულ მიმართვას.

 

ნიუ ჰოსპიტალსის პედიატრიულმა გუნდმა მოამზადა საინფორმაციო ბროშურები უხშირესი პედიატრიული ნოზოლოგიებისა და სიმპტომების შესახებ იმისათვის, რომ მშობლები მომზადებულები, გათვიცნობიერებულები და მშვიდად შეხვდნენ შვილების ჯანმრთელობის პრობლემებს. საჭირო და სწორი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში გაადვილდება უხშირესი პედიატრიული პრობლემების მარტივად ამოცნობა და შესაძლებელი გახდება მშობლების მიერ დროული და ადექვატური დახმარების გაწევა სახლის პირობებშიც. ასევე, მშობელები შეძლებენ სწორად განსაზღვრონ, თუ რა ეტაპზე არის საჭირო ექიმთან მიმართვა სხვადასხვა ჩივილის დროს.