ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

თავის ტრავმა

რა უნდა იცოდეთ თავის მცირე ტრავმის შესახებ

  • თავის ტრავმების უმეტესობა იწვევს მხოლოდ თავის ქალაზე შეშუპებას და სისხლნაჟღენთების განვითარებას.
  • თავის ტრავმის მთავარი სიმპტომი არის ტკივილი.
  • თავის ქალას შეშუპება არ ნიშნავს ტვინის შეშუპებას. თავის ქალა და თავის ტვინი ერთმანეთისგან გამოყოფილია ქალას ძვლით, რომელიც იცავს თავის ტვინს დაზიანებისგან.

დაკვირვება ტრავმიდან 2 საათის განმავლობაში:

  • ყურადღებით დააკვირდით ბავშვს ტრავმის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში.
  • დააწვინეთ ბავშვი და მიეცით საშუალება დაისვენოს, სანამ სიმპტომები არ ალაგდება.
  • თავის მცირე ტრავმის ყველაზე ხშირი სიმპტომებია მსუბუქი თავის ტკივილი, ძილიანობა და გულისრევა.
  • მიეცით ძილის საშუალება, მაგრამ იყავით მის გვერდით.
  • გააღვიძეთ 2 საათის შემდეგ. დარწმუნდით, რომ გამოფხიზლებულია და გცნობთ, შეამოწმეთ, რომ ადეკვატურად გელაპარაკებათ და ნორმალურად დადის.

tavis travma

 

სიფრთხილის ზომები ტრავმიდან პირველ ღამეს:

  • დარჩით ბავშვის საძინებელში.
  • გააღვიძეთ ღამის განმავლობაში ერთხელ და შეამოწმეთ როგორ ლაპარაკობს და როგორ დადის.
  • 24 საათის შემდეგ გადადით ჩვეულ რეჟიმზე.

რჩევები სახლში ტრავმიდან 48 საათის მანძილზე:

  • ნუ დატოვებთ ბავშვს მარტო
  • მას სჭირდება დასვენება და საკმარისი ძილი
  • დაუშვებელია სპორტი
  • ტელევიზორის ყურება დაშვებულია შეზღუდულად
  • დაუშვებელია კომპიუტერული თამაშები
  • არ დაგეგმოთ მგზავრობა ან ექსკურსიები

რას უნდა ველოდოთ

  • ძლიერი თავის ტკივილი ჩვეულებრივ გაივლის 24 საათში
  • დარტყმის ადგილას ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს 3 დღის მანძილზე
  • ლოკალური შეშუპების ალაგებას შეიძლება დასჭირდეს 1 კვირა

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ:

  • თავის ტკივილიგაძლიერდა ან გრძელდება მუდმივად
  • ბავშვი ტირის შეუწყვეტლივ
  • ბავშვმა დაკარგა გონება ან ჰქონდა გულყრის ეპიზოდი
  • აღენიშნება ღებინების 2 ან მეტი ეპიზოდი
  • გაძნელებულია ბავშვის გაღვიძება
  • ბავშვი აბნეულია
  • სიარული ან მეტყველება არ არის ნორმალური
  • იმატებს შეშუპება ტრავმის ადგილას
  • ფიქრობთ, რომ საჭიროა ბავშვი გასინჯოს ექიმმა