ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

მუცლის ტკივილი

რა არის მუცლის ტკივილი?

  • დისკომფორტი კუჭისა და მუცლის არეში
  • ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია ნეკნების ქვედა მიდამოდან საზარდულამდე
  • უფროსი ასაკის ბავშვს შეუძლია წარმოადგინოს ჩივილი მუცლის ტკივილზე
  • უმცროსი ასაკის ბავშვი ტირის, მიუთითებს მუცელზე ან ამოძრავებს ფეხებს

მუცლის მწვავე ტკივილის მიზეზები

  • ჭარბი საკვების მიღება - იწვევს მსუბუქი ხასიათის მუცლის ტკივილს.
  • მშიერი ტკივილი - მუცლის ტკივილი შიმშილის დროს.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ვირუსული დაავადება (მაგ. როტავირუსი) - სპაზმური ხასიათის ტკივილი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ღებინება ან/და დიარეა.
  • საკვებით მოწამვლა - უეცრად დაწყებული ტკივილი, ღებინება ან/და დიარეა, რომელიც ვითარდება საეჭვო საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რაც განპირობებულია საკვებში არსებული ტოქსინების მოქმედებით. უხშირესად სიმპტომები გაივლის 24 საათის განმავლობაში. მისი მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში.
  • ყაბზობა  - მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილებში.
    ყელის სტრეპტოკოკური ინფექცია (ანგინა) - 10% შემთხვევებში იწვევს ახლად აღმოცენებულ მუცლის ტკივილს ცხელებასთან ერთად.
  • საშარდე გზების ინფექცია - ზოგიერთ შემთხვევაში მისი ერთადერთი სიმპტომი არის მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, თუმცა უხშირესად ასევე აღინიშნება მტკივნეული შარდვა და არასასიამოვნო სუნის მქონე შარდი.
  • აპენდიციტი  - იფიქრეთ აპენდიციტზე თუ ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის ქვედა ნაწილში მარჯვნივ და ის გადაეცემა ფეხში. ბავშვი უარს ამბობს სირბილზე, ხტუნვაზე და წევს გაუნძრევლად.
  • ინვაგინაცია - ძლიერი ტკივილის შეტევები, რომლებიც იცვლება მშვიდი პერიოდებით და შემდეგ კვლავ მეორდება. გამოწვეულია ნაწლავის ერთი მარყუჟის მეორეში ჩაჭედვით. ყველაზე ხშირია 6 თვიდან 2 წლამდე ასაკში.

განმეორებითი (მორეციდივე) ტკივილის მიზეზები

  • სტრესი და ნერვიულობა - გვხვდება პაციენტების 10%-ში. ასეთი ბავშვები გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობით და სერიოზულობით. ტკივილი ძირითადად ლოკალიზებულია ჭიპის არეში.
  • აბდომინალური შაკიკი - მუცლის ტკივილის შეტევებს და ღებინებას აქვს უეცარი დასაწყისი და დასასრული. ხშირად უვითარდება შაკიკური თავის ტკივილის მქონე ბავშვებს და მკაცრად გენეტიკურია.
  • ფუნქციური მუცლის ტკივილი - აღენიშნება მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მქონე ბავშვებს. ორგანული პათოლოგია გამოხატული არ არის.
  • სკოლიდან თავის დაღწევა - უპირატესად ვითარდება დილით სკოლის დღეებში, რაც აიძულებს ბავშვს გააცდინოს სკოლა.

ტკივილის სიმძიმე

  • მსუბუქი: ბავშვი გრძნობს და უჩივის ტკივილს, მაგრამ ტკივილი ხელს არ უშლის ჩვეული აქტივობების განხორციელებაში. სკოლის, თამაშის და ძილის რიტმი არ არის შეცვლილი
  • ზომიერი: ტკივილი ხელს უშლის ბავშვს ზოგიერთი აქტივობის განხორციელებაში. ტკივილმა შეიძლება გამოაღვიძოს ბავშვი.
  • ძლიერი: ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი. ის ხელს უშლის ნებისმიერი ნორმალური აქტივობის განხორციელებაში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგ სიტუაციებში:

  • ვერ მოძრაობს ან ვერ დგება სისუსტის გამო
  • ფიქრობთ რომ ბავშვს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში ან გადაუდებელი მდგომარეობა
  • ფიქრობთ, რომ აქვს აპენდიციტი
  • მძიმე მუდმივი ტკივილი (ბავშვი არ მოძრაობს და არ აქვს რაიმეს გაკეთების უნარი)
  • ვერ დადის ან სიარულისას ხელები აქვს დადებული მუცელზე
  • განავალში ან ნაღებინებ მასაში არის სისხლი
  • ნაღებინები მასები შეიცავს ნაღველს (მწვანე ფერის). გამონაკლისს წარმოადგენს კუჭის წვენი, რომელიც არის ყვითელი
  • ეჭვი გაქვთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა უცხო სხეული (მაგ. მონეტა)
  • ტკივილი ლოკალიზებულია მარჯვნივ ქვედა ნაწილში
  • მუდმივი ტკივილი ან ტირილი 2 ან მეტი საათის განმავლობაში
  • მუცლის არეში მიღებული ტრავმა
  • მაღალი რისკის ბავშვი (მაგ. დიაბეტი, ნამგლისებურუჯრედული ანემია, უკანასკნელ დროს ჩატარებული ოპერაცია)
  • ბავშვი არის 2 წლამდე ასაკის
  • ბავშვს აქვს ცხელება 40°
  • გამოიყურება ცუდად

მიმართეთ ექიმს 24 საათის განმავლობაში შემდეგ სიტუაციებში:

  • ზომიერი ტკივილი, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთი აქტივობის განხორციელებაში
  • მსუბუქი მოვლითი ტკივილი, რომელიც იწყება და გაივლის, მაგრამ გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს
  • გამოხატულია ცხელება
  • ეჭვია საშარდე გზების ინფექციაზე
  • მუცლის ტკივილი ხშირი პრობლემაა

რა შეიძლება გაკეთდეს სახლის პირობებში?

დააწვინეთ ბავშვი, სანამ თავს არ იგრძნობს უკეთესად.

სუფთა სითხე

  • მიეცით წყალი ან რაიმე გამჭვირვალე სითხე
  • მსუბუქი ტკივილის დროს მიეცით ჩვეული საკვები

მზად იყავით ღებინებისთვის

  • მზადყოფნაში იქონიეთ თასი
  • მცირე ასაკის ბავშვები აღნიშნავენ მუცლის ტკივილს გულისრევის დროს და ხშირად ვითარდება ღებინების წინ

ნაწლავთა მოქმედება

  • შეიყვანეთ ტუალეტში, რომ ჰქონდეს ნაწლავთა მოქმედება
  • ნაწლავთა მოქმედება შესაძლოა დაგეხმაროთ, თუ მუცლის ტკივილი არის ყაბზობის ან დიარეის შედეგი

არ მისცეთ მედიკამენტები

  • ზოგიერთმა მედიკამენტმა (მაგ. იბუპროფენი) შეიძლება გააძლიეროს მუცლის ტკივილი
  • არ მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი ან საფაღარათო საშუალებები სპაზმური ტკივილის დროს
  • მაღალი ტემპერატურის დროს (39° ან მეტი) შეგიძლიათ მისცეთ პარაცეტამოლი

რას უნდა ველოდოთ?

  • სერიოზული გამომწვევი მიზეზების არარსებობისას ტკივილი იკლებს ან გაივლის 2 საათში
  • დიარეის დროს მუცლის მოვლითი ტკივილი ძლიერდება ღებინების ან დიარეის ეპიზოდის წინ
  • სერიოზული მიზეზებით (მაგ. აპენდიციტი) გამოწვეული მუცლის ტკივილი უარესდება და ხდება მუდმივი ხასიათის