"> მხედველობის ლაზერული კორექცია - ნიუ ჰოსპიტალსი
ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

მხედველობის ლაზერული კორექცია

რას გულისხმობს მხედველობის ლაზერული კორექცია

მხედველობის ლაზერული კორექცია რეფრაქციულ ქირურგიას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც ხდება მხედველობის გაუმჯობესება. რეფრაქციული ქირურგია აუმჯობესებს თვალის ფოკუსირების უნარს, რამდენადაც ფორმას უცვლის რქოვანას და თვალის გამჭვირვალე წინა ნაწილს. მხედველობის ლაზერული კორექციის შედეგად პაციენტს აღუდგება მხედველობა და აღარ სჭირდება სათვალე ან კონტაქტური ლინზები.

რა ტექნოლოგიის გამოყენებით ხდება მხედველობის კორექცია?

ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში მხედველობის ლაზერული კორექციისთვის ულტრათანამედროვე ტექნოლოგია - კარლ ცაისის ფემტო-ექსიმერული ლაზერი გამოიყენება (Zeiss Visumax Femtosecond / Excimer Laser Mel-90), რომელიც წარმოადგენს ზუსტ და უსაფრთხო ტექნოლოგიას რეფრაქციულ ქირურგიაში. ფემტო-ლაზერი უმცირესი ლაზერული იმპულსისა და საუკეთესო ოპტიკის გამოყენებით, საშუალებას აძლევს ქირურგს აქამდე არნახული სიზუსტით გააკეთოს რქოვანას სასურველი სიღრმის განაკვეთი ქირურგიული დანის გამოყენების გარეშე. მხედველობის კორექციის პროცედურა მიმდინარეობს სწრაფად, უმტკივნეულოდ და ხასიათდება ინფექციის განვითარების ნულოვანი რისკით. პროცედურის ხანგრძლივობა რამდენიმე წამია და შედეგი მომენტალურად, პროცედურის დასრულებისთანავე ვლინდება.

რატომ არის ფემტო-ლაზერი საუკეთესო? 

ლასიკი (LASIK) მხედველობის ლაზერული კორექციის გავრცელებული მეთოდია, ხოლო Visumax ფემტო-ექსიმერ ლაზერული სისტემა, კიდევ უფრო უსაფრთხო და ზუსტი ტექნოლოგიაა. ფემტო-ლაზერი იმდენად ზუსტია, რომ ამ ტექნოლოგიით თმის ღერზე წარწერის გაკეთებაც შესაძლებელია. ფემტო-ლაზერული ქირურგია სტანდარტული, ლასიკ (LASIK) პროცედურისგან იმითაც განსხვავდება, რომ პროცედურის დროს რქოვანას განაკვეთი კეთდება არა ქირურგიული დანით, არამედ ფემტო-ლაზერით, რომელიც წამის მეკვადრილიონედი სისწრაფით სინათლის იმპულსებს მიმართავს რქოვანაში წინასწარ შერჩეული და დაპროგრამებული სიღრმითა და მდებარეობით. ფემტო ტექნოლოგიის საშუალებით ხდება კვეთის სიღრმის არჩევა და ულტრამოკლე ლაზერული იმპულსებით რქოვანას ქსოვილს გაჭრა. შესაბამისად, ფემტო-ლაზერი სრულად გამორიცხავს ლანცეტის გამოყენებას.

ფემტო-ლაზერული პროცედურა მიმდინარეობს დაბალი ინტრაოკულარული წნევით, არ ვითარდება ბადურის ნახეთქები და არ საჭიროებს ე.წ. ბადურის გამაგრებას. ფემტო-ლაზერით შესაძლებელია ისეთი პაციენტების მკურნალობაც, რომლებისთვისაც ტრადიციული რეფრაქიცული ოპერაციის გაკეთება შეუძლებელი იყო რქოვანას არასაკმარისი სისქის ან ძალიან მაღალი რეფრაქციული მანკის გამო.

ვის სჭირდება მხედველობის ლაზერული ქირურგია და რისი მკურნალობაა შესაძლებელი ფემტო-ლაზერული ქირურგიით?

ფემტო-ლაზერით შესაძლებელია ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექცია. ფემტო-ლაზერული ქირურგია არის საუკეთესო ტექნოლოგია მათთვის, ვისაც სურს კომფორტულად ცხოვრება - სათვალის ან კონტაქტური ლინზების გარეშე.

რა არის და როგორ მუშაობს ფემტო ლაზერი

ფემტო-ლაზერი არის ულტრამოკლე ინფრაწითელი იმპულსების ერთობლიობა, რამაც ჩაანაცვლა ქირურგიული დანა. თითოეული იმპულსის ხანგრძლივობა არის წამის ფემტოსეკონდი, ანუ ერთი მეკვადრილიონედი (10-15). ფემტო-ლაზერის ათასობით იმპულსი იკრიბება ერთ წერტილში და წინასწარი დაპროგრამების საშუალებით განსაზღვრავს რქოვანაზე კვეთის სიღრმეს. ლაზერის თითოეული იმპულსი წარმოქმნის მიკროსკოპიულ აირს, რომელიც აშრევებს რქოვანას ახლომდებარე ქსოვილისგან.

 

ფემტო-ექსიმერ ლაზერის უპირატესობები

  • არ გამოიყენება ქირურგილი დანა, შესაბამისად აღმოფხვრილია ქირურგიული დანით გამოწვეული გართულებები (მაგ. ანათალის გახევა, სქელი ანათალის შექმნა, ინფექცია, მაღალი ვაკუუმი, თვალის პოსტოპერაციული ძლიერი სიწითლე).
  • რქოვანას ანათალის მაქსიმალური სიზუსტე და სინატიფე უზრუნველყოფილია ფემტო-ლაზერით. ანათალი მაღალი სიზუსტით იქმნება მაშინაც კი, როდესაც პაციენტებს აქვთ ზედმეტად გათხელებული რქოვანა ან მხედველობის მძიმე დეფექტი.
  • თვალი დაცულია ინფექციის განვითარებისგან, რადგან ანათალი კეთდება ფემტო-ლაზერით, თვალის ზედაპირის დაზიანების გარეშე.
  • თვალს სტრესისგან იცავს რქოვანას ანატომიური აგებულების შესაბამისი ახალი თაობის ლინზა.
  • პროცედურა რამდენიმე წუთს გრძელდება და შედეგი თვალსაჩინოა მისი დასრულებისთანავე.
 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 190 190