ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

მხედველობის კორექციის პროცედურა

მხედველობის ლაზერული კორექციის, იგივე რეფრაქციული ქირურგიის პროცედურა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

 

პირველი ეტაპი: განაკვეთის გაკეთება  

თვალის გაუტკივარება ხდება სპეციალური წვეთებით (ტოპიკური ანესთეზიით). ფემტო-ლაზერული იმპულსები ფოკუსირდება რქოვანას ზედაპირზე და ქმნის განაკვეთს. წინასწარ დაპროგრამებული კვეთის სიღრმით ლაზერული იმპულსები წარმოქმნის წყლისა და აირის მიკროსკოპულ ბუშტუკებს, რომელებიც ფართოვდება და აშრევებს რქოვანას ქსოვილს.










მეორე ეტაპი: ანათალის (Flap) შექმნა 

მილიონობით უმცირესი ლაზერული იმპულსი წარმოქმნის უწყვეტ ანათალს (Flap), რომელიც ძალიან მარტივად სცილდება ქსოვილს და იკეცება უკან.

მესამე ეტაპი: მხედველობის კორექცია ექსიმერ ლაზერით

რამოდენიმე წამში ექსიმერ ლაზერის იმპულსები რქოვანას აცილებს წინასწარ განსაზღვრული სისქის შრეს, რის შედეგადაც ხდება რქოვანას სისქის კორექცია და მხედველობის აღდგენა.

მეოთხე ეტაპი: ბუნებრივი პლასტირი 

ანათალი უბრუნდება თავის პირვანდელ პოზიციას და ეკვრება რქოვანას, როგორც ბუნებრივი პლასტირი.

პროცედურის დასრულების შემდეგ:

პროცედურის დასრულებისთანავე, პირველივე დღეს, პაციენტი გრძნობს განსხვავებას და იწყებს ცხოვრებას სათვალის გარეშე!