როგორ მოვემზადოთ პოლისომნოგრაფიისთვის?
პოლისომნოგრაფია
პოლისმონოგრაფია ტარდება ღამით, კლინიკაში ან სახლის პირობებში (სპეციალისტი მოდის ბინაზე, გამაგრებთ სენსორებს და ახდენს ძილის მონიტორინგს მთელი ღამის განმავლობაში).
როგორ მოვემზადოთ პოლისომნოგრაფიისთვის?
კვლევის წინ, დღის მეორე ნახევარში არ მიიღოთ ისეთი სასმელი ან საკვები, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს ან კოფეინს. ალკოჰოლმა და კოფეინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენი ძილის რეჟიმზე და გამოიწვიოს ძილის დარღვევის სიმპტომების გაუარესება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კვლევამდე არ დაიძინოთ დღის საათებში.
პოლისომნოგრაფიამდე ნებადართულია შხაპის მიღება, მაგრამ კვლევის ჩატარებამდე არ გამოიყენოთ ლოსიონები, გელები, სუნამო, კანის სპრეი ან მაკიაჟი, რათა სენსორებმა კანზე პირდაპირი კონტაქტის დამყარება შეძლონ.
იმ შემთხვევაში, თუ კვლევას იტარებთ კლინიკაში:
- ადგილზე უნდა მობრძანდეთ საღამოს 21:00 - 22:00 საათზე.
- ღამეს ატარებთ სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილ პალატაში და დილის 9 საათამდე იმყოფებით პოლისომნოგრაფიული მონიტორინგის ქვეშ (შეგიძლიათ თან იქონიოთ საკუთარი ღამის პერანგი).
- ოთახი, სადაც პოლისომნოგრაფია კეთდება, იზოლირებულია. ტესტის დროს ოთახში სიბნელე და სიწყნარეა, ვიდეო/აუდიო მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.
- დაძინებამდე სპეციალისტი სენსორებს რბილი წებოვანი მასალით ამაგრებს თავის ქალაზე, საფეთქლებზე, მკერდსა და ფეხებზე. სენსორები კომპიუტერთან სადენებითაა მიერთებული. სადენების სიგრძე საწოლში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა. პატარა სამაგრები ფიქსირდება თითზე ან ყურზეც, რომლის საშუალებითაც ხდება სისხლში ჟანგბადის დონის კონტროლი.
დასკვნას მიიღებთ კვლევის დასრულებიდან 72 საათში! პოლისომნოგრაფიის ტესტის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.