ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

რა არის ათეროსკლეროზი?

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და არტერიების დახშობას. ამ დროს ირღვევა ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უშლის სასიცოცხლო ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. 

ათეროსკლეროზმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მთელი სხეულის არტერიებზე, რაც იწვევს სხვადასხვა გართულებებს იმის მიხედვით, თუ რომელი არტერიაა დაზიანებული. იგი ისეთი დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, როგორიცაა:

  • ინსულტი;
  • გულის შეტევა;
  • პერიფერიული არტერიების დაავადებები;
  • განგრენა.

გამომწვევი მიზეზები 

დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა ითვლება, რომ დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც იწყება სისხლძარღვის კედლის ანთებითი დაზიანება.

დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორებია:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ქოლესტერინი;
  • მოწევა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სიმსუქნე და უმოძრაო ცხოვრების წესი;
  • არაჯანსაღი დიეტა;
  • ქრონიკული ანთება;
  • გენეტიკა.

სიმპტომები 

ათეროსკლეროზის სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით თუ რომელი არტერიაა დაზიანებული. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება, შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. გავრცელებული სიმპტომებია:

  • სტენოკარდია - ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ტკივილი, სისუსტე ან დაბუჟება ფეხებში;
  • თავის ტკივილი და თავბრუსხვევა;
  • კოორდინაციისა და მოტორიკის დარღვევა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • მხედველობის ფუნქციის დროებითი დარღვევა;
  • ერექციული დისფუნქცია ახალგაზრდა ასაკში.

დიაგნოსტირება 

ათეროსკლეროზის დიაგნოსტირება, როგორც წესი, მოიცავს:

  • სამედიცინო ისტორიის შეფასებას;
  • ფიზიკურ კვლევებს;
  • ლაბორატორიულ კვლევებს (სისხლის ანალიზებს);
  • რადიოლოგიურ კვლევებს (რენტგენი, დოპლერი, კარდიოგრამა, ანგიოგრამა, CT, MRI).

მკურნალობისმეთოდები 

დაავადების პროგრესირების შენელებისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლად ხშირად აუცილებელია ცხოვრების წესის ცვლილება, რაც მოიცავს:

  • ჯანსაღ დიეტას;
  • რეგულარულ ვარჯიშს;
  • მოწევის შეწყვეტას;
  • წონის მართვას.

საჭიროებისამებრ, ასევე ინიშნება მედიკამენტები ქოლესტერინის დონისა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის შესამცირებლად, ასევე არტერიული წნევის სამართავად. შორსწასულ შემთხვევებში, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა ღია ან დახურული წესით (ანგიოპლასტიკა და სტენტირება).

 

რეკომენდაციები 

ათეროსკლეროზის თავიდან აცილება შესაძლებელია ცხოვრების წესის ცვლილებით;

  • აკონტროლეთ წონა და სხეულის მასის ინდექსი;
  • უარი თვით ალკოჰოლსა და თამბაქოზე;
  • დაიცავით ჯანსაღი დიეტა;
  • რეგულარულად ივარჯიშეთ;
  • პერიოდულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები.

,,ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია პერიფერიული არტერიების დაავადებების მკურნალობის ყველა თანამედროვე  და ტრადიციული მეთოდი. უპირატესობა ენიჭება ე.წ. უსისხლო მეთოდებს, მინი ინვაზიურობისა და მაღალეფექტურობის პრინციპის დაცვით.


ათეროსკლეროზის ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა გადამწყვეტ როლს ასრულებს გულის შეტევის, ინსულტის და სხვა გულ-სისხლძარღვთა პრობლემების თავიდან აცილებაში.