ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი

რა არის ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი?

ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი კისრისა და თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების შევიწროებაა. დაავადება ხელს უშლის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ნორმალურ პროცესს და წარმოადგენს გარდამავალი იშემიური შეტევის და იშემიური ინსულტის გამომწვევ, მთავარ რისკ-ფაქტორს.


გამომწვევი მიზეზები

ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზული დაავადება, რომლის დროსაც ხდება ლიპიდური ცვლის დარღვევა და ქოლესტერინის დაგროვება სისხლძარღვების შიდა კედელში. ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

სიმპტომები

ხშირად, ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი გართულებების დადგომამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა პაციენტებს გამოუვლინდეთ ისეთი ჩივილები, როგორიცაა:

  • თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა;
  • ხელებისა და მკლავების დაბუჟება;
  • მხედველობის პრობლემები;
  • შუილი ყურებში;
  • თავის ტკივილი;
  • გონების დაკარგვის ხანმოკლე ეპიზოდები.

გართულებები

ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის გართულება შეიძლება იყოს გარდამავალი იშემიური შეტევა და ინსულტი.

გარდამავალი იშემიური შეტევა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დროებითი შეფერხებით არის გამოწვეული. შეტევა ერთ საათზე ნაკლებ დროში გაივლის. ამ შემთხვევაში ტვინის უჯრედების დაზიანება მნიშვნელოვნად ნაკლებია, იშემიური ინსულტისგან განსხვავებით.

იშემიური ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შედეგად გამოწვეული ტვინის ქსოვილის დაზიანებაა. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ და სწრაფ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.


დიაგნოსტიკა

ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის დიაგნოსტიკა სხვადასხვა მეთოდით ხდება. კვლევის მეთოდი, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად,  შეიძლება იყოს ერთ ან რამდენიმე. კისრისა და თავის არტერიების სტენოზის დიაგნოსტირება ხდება შემდეგი კვლევების საფუძველზე:

  • ულტრაბგერითი დუპლექს-სკანირება;
  • რენტგენო-კონტრასტული ანგიოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია.

მკურნალობა

ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზი განსხვავდება ხარისხობრივად. მკურნალობა ინიშნება დაზიანების ხარისხის შესაბამისად.

ჰერმოდინამიკურად უმნიშვნელო ან ზომიერი სტენოზის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

  • ცხოვრების წესის ცვლილებებს - მოწევის შეწყვეტა, წონის კორექცია, ჯანსაღი კვება, მარილის შეზღუდვა და ვარჯიში.
  • მედიკამენტური მკურნალობა - წნევის დამარეგულირებელი და ქოლესტერინის დონის შემამცირებელი მედიკამენტები.

ბრაქიოცეფალური არტერიების სტენოზის უფრო რთული ფორმების სამკურნალოდ ექიმები მიმართავენ ინვაზიურ მანიპულაციას, როგორიცაა:

  • კაროტიდული ენდარტერექტომია, რომლის დროსაც ხდება დაზიანებული საძილე არტერიის ათეროსკლეროზული ფოლაქის მოცილება ღია ქირურგიული ჩარევით;
  • ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება - მანიპულაციის დროს ექიმს კათეტერი შეჰყავს მენჯის არიდან და აფართოებს არტერიის დაზიანებულ ადგილს  ბალონის საშუალებით. გაფართოებულ სისხლძარღვში იდგმება სტენტი, რომელიც უზრუნველყოფს არტერიის ხელახალი შევიწროების პრევენციას.