ანემია ბავშვებში
რა არის ანემია?
ანემია - დაავადების დროს, სისხლში ერითროციტების შემცირება, დაშლა ან ერთროულად ორივე პროცესი მიმდინარეობს. ჰემოგლობინის და ერითროციტების ნაკლებობა იწვევს ჟანგბადის მიწოდების შემცირებას ქსოვილებში. ჰემოგლობინის ნორმა ზოგადად 120 გ/დლ ფარგლებშია, რაც 72 ერთეულის ტოლია, თუმცა მისი მაჩვენებელი დამოკიდებულია ასაკზე. (ჰემოგლობინის დადგენა სისხლის სართო ანალიზის შედეგად ხდება.)
ანემია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ზრდასრულებში და განსაკუთრებით ბავშვებში. პატარებში ყველაზე ხშირად გვხვდება რკინადეფიციტური, ვიტამინდეფიციტური და ცილადეფიციტური ანემია. რაც შეეხება ახალშობილებს, გავრცელებულია ჰემოლიზური და დღენაკლთა ანემია.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ანემიით დაავადებულთა მაჩვენებელი, მოსახლეობის 30 % ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ დავაადებულთა 45% ბავშვია. მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი არასრულფასოვანი კვების მიზეზით გამოვლინდა, იგულისხმება: სწრაფი კვების ობიქტები, გაზიანი სასმელები, ზედმეტი ტკბილეული და ყველა არაჯანსაღი პროდუქტი.
რა იწვევს ანემიას?- სისხლის დაკარგვა (ტრავმა, ჭრილობები)
- არასრულფასოვანი კვება
- ხშირი ავადობა
- კუჭის დაავადებები
- ბაქტერიული ინფექცია
- ლეიკემია
- სეფსისი
- ლეიშმანიოზი
ანემია - სიმპტომები
საწყის ეტაპზე დაავდებას გამოკვეთილი სიმპტომები არ გააჩნია, თუმცა ღრმა ანემიის დროს ვლინდება: სისუსტე, ტაქიკარდია, თვაბრუსხვევა, უმადობა, თმის ცვენა, კუნთების ტკივილი, კბილების კარიესი, შარდის შეუკავებლობა, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. ბავშვი ხდება ფერმკრთალი, მოდუნებული, ადვილად ღიზიანდება, მალე იღლება თამაშის დროს, ჩამორჩება სწავლაში, საზეპირო მასალას ცუდად ითვისებს, აქვს უძილობა ან პირიქით – მოჭარბებული ძილიანობა.
ანემია - როგორ ხდება მკურნალობა?
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ანემიასთან გვაქვს საქმე. ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმის – რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა, ძირითადად მედიკამენტების საშუალებით ხდება. მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია ანემიის სიმძიმეზე, შესაბამისად აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები და მკურნალობის გახანგრძლივება.
სწორი კვება ანემიის დროს
ბავშვის კვების რაციონი ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს, ამიტომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პედიატრის რჩევები. საკვები პროდუქტის სარგებლიანობა არა მის ჭარბ რაოდენობაზე, არამედ შემადგენლობასა და სწორ მიღებაზეა დამოკიდებული. ბავშვისთვის აუცილებელია რკინაშემცველი და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად:
- საქონლისა და ფრინველის წითელი ხორცი
- ზღვის პროდუქტები
- ლობიო
- მუქი მწვანე მცენარეული ბოსტნეული( ისპანახი.)
- გამომშრალი ხილი (ქიშმიში და გარგარი)
- რკინით გაჯერებული მარცვლეული (პური და მაკარონი)
- ბარდა
"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გთავაზობთ, 24 საათიან სრულ პედიატრიულ მომსახურებას.