საკვერცხის კიბოს ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციები გაიმართება
„ნიუ ჰოსპიტალსი“ საკვერცხის კიბოს ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, უფასო კონსულტაციების კვირეულს აცხადებს. ქალებს, რომელთაც ეჭვი აქვთ საკვერცხის ონკოლოგიურ დაავადებაზე ან დადგენილი აქვს იგი, ან სჭირდებათ ონკო-გინეკოლოგის კონსულტაცია, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ონკო-გინეკოლოგის - არჩილ შარაშენიძის კონსულტაციით სრულიად უფასოდ.
გინეკოლოგიურ სიმსივნეებს შორის, სიკვდილიანობის კუთხით პირველ ადგილზე საკვერცხის სიმსივნეა. ონკოლოგები საკვერცხის სიმსივნეს აფასებენ, როგორც ყველაზე ვერაგ დაავადებას, რომლის სიმპტომებიც გვიან სტადიაში ვლინდება. ამ და სხვა ონკოლოგიური დაავადების პრევენციის საუკეთესო გზა სკრინინგია. აღსანიშნავია, რომ მეტი ყურადღება მართებთ ადამიანებს, რომელთაც გენეტიკური განწყობა აღენიშნებათ.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ ყველა მიმართულებით და მათ შორის ონკო-გინეკოლოგიაშიც, ექიმები ევროპული გაიდლაინებითა და პროტოკოლებით ხელმძღვანელობენ. “ნიუ ჰოსპიტალსი” ონკო-გინეკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (IGSC) და ტეხასის ონკოლოგიის ცენტრის (MD Anderson) ერთობლივი ECHO პროექტის მონაწილეა. პროექტის ფარგლებში შედგენილია მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგებით დაკომპლექტებული საერთაშორისო კონსილიუმი, რომლის მიერ ხდება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-გინეკოლოგიური პაციენტების მდგომარეობის განხილვა და რეკომენდაციების გაცემა მკურნალობის საუკეთესო მეთოდებისა და მიდგომების შესახებ.
უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად, პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცეტრს ნომერზე 032 2 190 190.