საკვერცხის კიბო
რა არის საკვერცხის კიბო?
საკვერცხის კიბოს დროს, საკვერცხეში პათოლოგიური უჯრედები იწყებენ უკონტროლოდ გამრავლებას, შედეგად წარმოიქმნება სიმსივნე. დროული მკურნალობის გარეშე, სიმსივნე შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე, ამას საკვერცხის მეტასტაზური კიბო ეწოდება.
საკვერცხის კიბოს ხშირად აქვს გამაფრთხილებელი ნიშნები, მაგრამ ადრეული სიმპტომები ბუნდოვანია. საკვერცხის კიბოს ოცი პროცენტი ადრეულ ეტაპზე ვლინდება.
როგორია საკვერცხის კიბოს ადრეული სიმპტომები?
ადვილია მხედველობაში მივიღოთ საკვერცხის კიბოს ადრეული სიმპტომები, რადგან ისინი სხვა საერთო დაავადებების მსგავსია, სიმპტომები შესაძლოა გაქრეს, თუმცა შემდეგ ისევ გამოვლინდეს.
ადრეული სიმპტომებია:
- მუცლის შებერილობა და ტკივილი
- არანორმალური სისავსე ჭამის შემდეგ
- კვების გაძნელება
- შარდვის მომატება
- ხშირი შარდვა
საკვერცხის კიბომ შეიძლება გამოიწვიოს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა:
- დაღლილობა
- საჭმლის მონელების გაძნელება
- გულძმარვა
- ყაბზობა
- ზურგის ტკივილი
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა
- მტკივნეული სექსუალური ურთიერთობა
- დერმატომიოზიტი (იშვიათი ანთებითი დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი კანზე, კუნთების სისუსტე და კუნთების ანთება)
გასათვალისწინებელია, რომ ეს სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერი მიზეზის გამო. შესაძლოა ისინი სულაც არ იყოს საკვერცხის კიბოთი გამოწვეული. ბევრ ქალს ერთდროულად აქვს ამ პრობლემების გარკვეული ნაწილი. ამ ტიპის სიმპტომები ხშირად დროებითია და უმეტეს შემთხვევაში ექვემდებარება მარტივ მკურნალობას. სიმპტომები შენარჩუნდება, თუ ისინი საკვერცხის სიმსივნით არის გამოწვეული. როგორც წესი, სიმპტომები მძაფრდება სიმსივნის ზრდასთან ერთად, დაავადება საკვერცხეების გარეთ ვრცელდება, რაც ბევრად ართულებს ეფექტურ მკურნალობას.
გაითვალისწინეთ, რომ უჩვეულო სიმპტომების აღმოჩენისას გინეკოლოგთან ვიზიტი და დროული დიაგნოსტიკა თავიდან აგარიდებთ შემდეგ გართულებებეს!
საკვერცხის კიბოს ტიპები
საკვერცხეები სამი ტიპის უჯრედისგან შედგება. თითოეულ უჯრედს შეუძლია გარდაიქმნას სხვადასხვა ტიპის სიმსივნედ:
ეპითელური სიმსივნეები ქმნიან ქსოვილების ფენას საკვერცხეების გარედან. საკვერცხის კიბოს დაახლოებით 90 პროცენტი არის ეპითელური სიმსივნეები.
სტრომული სიმსივნეები იზრდება ჰორმონის გამომამუშავებელ უჯრედებში. საკვერცხის კიბოს შვიდი პროცენტი არის სტრომული სიმსივნეები.
სასქესო უჯრედების სიმსივნეები იშვიათია და ვითარდება კვერცხუჯრედულ უჯრედებში.
საკვერცხის კიბოს რისკი-ფაქტორები
საკვერცხის კიბოს ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა შემდეგმა ფაქტორებმა შეიძლება გაზარდონ მისი განვითარების რისკი:
- ოჯახური ისტორია
- საკვერცხის კიბოსთან ასოცირებული გენების გენეტიკური მუტაციები, როგორიცაა BRCA1 ან BRCA2
- პირადი ისტორია (მკერდის, საშვილოსნოს ან მსხვილი ნაწლავის კიბოს)
- სიმსუქნე
- ნაყოფიერების გარკვეული პრეპარატების ან ჰორმონული თერაპიების გამოყენება
- ენდომეტრიოზი
- ხანდაზმული ასაკი კიდევ ერთი რისკის ფაქტორია. საკვერცხის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა ვითარდება მენოპაუზის შემდეგ.
როგორ მკურნალობენ საკვერცხის კიბოს?
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გავრცელებულია კიბო. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის გეგმას თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე. ეს, სავარაუდოდ მოიცავს ორ ან მეტ მეთოდს:
- ქიმიოთერაპია
- ქირურგიული ჩარევა
- იმუნო თერაპია
ქირურგია არის საკვერცხის კიბოს ძირითადი მკურნალობა. ქირურგიის მიზანია სიმსივნის ამოკვეთა, ხშირად საჭიროა საშვილოსნოს სრული მოცილება, ფალოპის მილებთან და რეგიონალურ ლიმფურ კვანძებთან ერთად.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ გამოცდილ სპეციალისტთა გუნდი ზრუნავს ქალის ცხოვრების ყველა ეტაპზე, როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული გინეკოლოგიის მიმართულებით. კონსულტაციის დასაჯავშნად დაგვიკაშირდით: 032 2 190 190