„ნიუ ჰოსპიტალსი“ ვაკანსიებს აცხადებს
მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიებს და იწვევს სამედიცინო პერსონალს სხვადასხვა პოზიციებზე სამუშაოდ.
ვაკანსიები ხელმისაწვდომია რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილების სივრცეებში მათ შორის ცხელების და კოვიდ სივრცეებში. კერძოდ, ღიაა შემდეგი სამუშაო ადგილები:
- ექიმი რეანიმატოლოგი
- გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმი
- უმცროსი ექიმი
- ექთანი
- ექთნის თანაშემწე
დაინტერესებულმა პირებმა, საჭიროა გაგზავნონ რეზიუმე (СV) ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@newhospitals.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითონ ვაკანსიის დასახელება.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 280 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.