ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ქირურგიულ პროცედურებს გერმანელი პროფესორი ჩაატარებს
ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს გერმანელი პროფესორი, მედიცინის დოქტორი, დიტრიხ ფონ შვეინიცი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ეწვევა და ქირურგიულ პროცედურებს ჩაატარებს.
დოქტორი შვეინიცი მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორია და 40 წლიანი პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს გერმანიისა და შვეიცარიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში. იგი ამჟამად მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის საბავშო ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
ნიუ ჰოსპიტალსსა და მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის 2019 წლის მარტში, ხუთ წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც პროფესორი შვეინიცი ნიუ ჰოსპიტალსს ეწვევა, ხოლო ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ქირურგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის საბავშვო ჰოსპიტალში გაემგზავრებიან.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ნიუ ჰოსპიტალსს მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის სხვა ექიმებიც ეწვევიან, რომელთა მონაწილეობით გაიმართება კონფერენციები, ლექცია-სემინარები და ვორქშოფები, რაც ხელს შეუწყობს გერმანულ მედიცინაში არსებული სიახლეებისა და მიღწევების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსის ცხელ ხაზს ნომერზე 2 190 190