ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი

თვალის კლინიკა - ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი

ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 128 წლიანი ტრადიცია გააჩნია. ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში.

ჰოსპიტალში არსებული უახლესი თაობის აპარატურა უზრუნველყოფს ზუსტ და სწრაფ სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ მომსახურებას. ჩვენთან არსებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ხდება თვალის პარამეტრების განსაზღვრა. მიიღება თვალის უნაკლო ციფრული გამოსახულება, რომლის საშუალებითაც თითოეული პაციენტისთვის განისაზღვრება მასზე მორგებული ოპტიმალური მკურნალობა.


ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრში ხელმისაწვდომია ოფთალმოლოგიური მომსახურებების სრული სპექტრი და ის ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც აღიარებულია კარლ ცაისისა და გერმანიის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ ამიერკავკასიის რეგიონალურ რეფრაქციული ქირურგიის ცენტრად.

ცენტრი დაკომპლექტებულია საუკეთესო ოფთალმოლოგებითა და ქირურგებით და მუდმივად ნერგავს თვალი დაავადებათა მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს. ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის კეთილდღეობაზე, ვთავაზობთ მათ უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებას და ჩვენი პროფესიონალი ოფთალმოლოგების დამსახურებით უკვე ათასობით ადამიანმა გაიუმჯობესა მხედველობა.


ჩვენი გამოცდილი ოფთალმოლოგები და ქირურგები პაციენტებს 24 საათის განმავლობაში აწვდიან საუკეთესო, ფართო სპექტრის სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ მომსახურებას თვალის დაავადებების დარგში, მათ შორის კატარაქტის, გლაუკომის, რქოვანასა და ბადურას დაავადებების, სიმსივნეების, თვალის ნევროლოგიური დაავადებების, თვალის ტრავმებისა და ისეთი დაზიანებების დროს, როდესაც თვალის გარშემო სტრუქტურებია დაზიანებული.


თვალის დაავადებათა მკურნალობის 128 წლიანი გამოცდილება


ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს 128 წლიანი ისტორია და ოფთალმოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია. პირველი ქართველი, წარჩინებული ოფთალმოლოგის, გიორგი ტარსაიძის მიერ 1892 წელს დაარსდა „თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფო“, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით „თვალის სნეულებათა კლინიკა“ ჩამოყალიბდა. გიორგი ტარსაიძის სახელს ატარებდა „თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, რომელიც ამჟამად კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ტერიტორიაზე, „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ სახელით ფუნქციონირებს.


ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიური აპარატურა


ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს სთავაზობს უახლესი სადიაგნოსტიკო და ქირურგიული ტექნოლოგიებით აღჭურვილ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ოფთალმოლოგიური აპარატურის და აღჭურვილობის მოწინავე მწარმოებლებთან, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ყველაზე ინოვაციური მეთოდები და მაღალი სტანდარტი.

  • 3D OCT – TOPCON: თვალის ფსკერის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია (ბადურა გარსის ტოპოგრაფიული კვლევა), FAF - ფუნდუს აუტოფლუორესცენცია, FAG - ფლუორესცენტული ანგიოგრაფია.
  • Heidelberg Retina Tomography II: იძლევა გლაუკომატოზური დაავადების მრავალი წლით ადრე დადგენის საშუალებას, ვიდრე მისი სიმპტომები შესამჩნევი გახდება პაციენტისათვის. ტომოგრაფი ზომავს ოპტიკური ნერვის დისკოს პარამეტრებს და ხელს უწყობს გლაუკომის შედეგად მიღებული დაზიანებების ზუსტ შეფასებას.
  • Alcon Centurion: ფაკოემულსიფიკაციის სისტემა, რომელიც გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიებით კატარაქტის ოპერაციის ჩასატარებლად.
  • Carl Zeiss VisuMax ფემტოსეკონდ ლაზერი და MEL90 ექსიმერული ლაზერი: მხედველობის ლაზერული კორექციის (რეფრაქციული ქირურგიის) და კერატოკონუსის ლაზერული მკურნალობის პროცედურების ჩასატარებლად.
  • Cross-Linking Peschke System: რქოვანას ულტრაიისფერი დასხივება, კერატოკონუსის მკურნალობა.
  • Alcon Constellation: ვიტრეორეტინალური ქირურგიის სისტემა.
  • OCULUS PENTACAM: გამოიყენება კერატოკონუსის ადრეული დიაგნოსტიკისთვის.

სერვისები:

  • დიაგნოსტიკა
  • კატარაქტის ქირურგია Centurion და Verion სისტემით პრემიუმ ხარისხის მულტიფოკალური ბროლების გამოყენებით
  • მხედველობის ლაზერული კორექცია (რეფრაქციული ქირურგია), Zeiss VisuMax Femtosecond Laser / MEL90-ით
  • რქოვანას დაავადებების მკურნალობა
  • რქოვანას ტრანსპლანტაცია ბალტიმორის ქსოვილის ბანკის მასალით
  • რქოვანას cross-linking - ულტრაიისფერი დასხივება
  • კერატოკონუსის მკურნალობა Carl Zeiss-ის ფემტოლაზერით (ინტრასტრომალური რკალის იმპლანტაცია)
  • გამჭოლი კერატოპლასტიკა
  • გლაუკომის ლაზერული ქირურგია, ALT დიოდი და YAG
  • გლაუკომის ქირურგია: Express shunt-ის გადანერგვა, Ahmed-ის სარქვლის გადანერგვა, ტრაბეკულექტომია, არაგამჭოლი ღრმა სკლერექტომია
  • ბადურას ლაზერული ქირურგია ARGON
  • ბადურას სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა ავასტინის ინტრავიტრეალური ინექციებით
  • ვიტრეორეტინალური ქირურგია: ვიტრექტომია ინტრავიტრეალური ტამპონადით, ეპისკლერალური ცირკლიაჟი, ლოკალური პლომბირება
  • ონკო ოფთალმოლოგია (ორბიტის პათოლოგიები, ქუთუთოსა და კონიუნქტივის ახლად წარმონაქმნები, თვალშიდა ახლად წარმონაქმნები)
  • ოკულოპლასტიკა (ლაზერული დაკრიოცისტორინოსტომია, დაკრიოცისტორინოსტომია ენდონაზალური მიდგომით)
  • პედიატრიული ოფთალმოლოგია და სიელმის ქირურგია
  • თანდაყოლილი გლაუკომის ქირურგია
  • პედიატრიული კატარაქტის ქირურგია

თვალის კლინიკა -  ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტი, 24 საათიანი გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარება

  • თვალის ტრავმების მკურნალობა
  • თვალის მწვავე ინფექციების მკურნალობა
  • უცხო სხეულების მოცილება
  • ქიმიური დამწვრობების მკურნალობა
  • მხედველობის უეცარი დაკარგვა