ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ნეიროქირურგია

ნიუ ჰოსპიტალსის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულება ნეიროქირურგიული დეპარტამენტია, სადაც სერვისების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი. ნეიროქირურგიული გუნდი დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე, ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით, რომლებიც მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს იყენებენ. ნეიროქირურგები ითვალისწინებენ თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს და უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით უზრუნველყოფენ მათ, მკურნალობის საუკეთესო მეთოდებით. თითოეული პაციენტის მდგომარეობის შესწავლა ინდივიდუალური მიდგომით ხდება, რათა შერჩეულ იქნას ყველაზე ეფექტური მკურნალობის გეგმა, საუკეთესო შედეგების მისაღებად.

ნეიროქირურგიული სერვისები:

  • თავის ტვინის და ზურგის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაციები
  • თავის ქალაფუძის ქირურგია
  • ენდოვასკულარული ნეიროქირურგია
  • ფუნქციონალური ნეიროქირურგია
  • პედიატრიული ნეიროქირურგია
  • სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია (ენდოვასკულარული ქირურგია)
  • პერიფერიული ნერვების პათოლოგიები (კარპალ ტუნელის სინდრომი)
  • ცხვირ-ხახის ქირურგია (ტრანსფენოიდალური)
  • ნეიროტრავმატოლოგია
  • ენდოსკოპიური ქირურგია
  • ნეიროონკოლოგია (თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები)
  • ჰიდროცეფალუსის მკურნალობა (თავის ქალის წყალმანკი)
  • თანდაყოლილი ანომალიების მკურნალობა
  • მალთაშორისი დისკის თიაქრის მკურნალობა
  • სპინალური არასტაბილურობის მკურნალობა

კვლევები:

ნევროლოგიური დაავადებების, მდგომარეობისა და დაზიანების დასადგენად გამოიყენება მრავალფეროვანი სადიაგნოსტიკო საშუალებები, რომლით მიღებული შედეგებიც ნეიროქირურგებს საშუალებას აძლევს დაგეგმოს პაციენტისთვის შესაფერისი მკურნალობის კურსი.

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
  • კომპიუტერული ანგიოგრაფია (CTA)
  • რენტგენი
  • ლუმბალური პუნქტურა (ხერხემლის ტესტი)
  • ელექტრო ენცეფალოგრამა
  • ცერებრალური ანგიოგრაფია
  • კაროტიდული დუპლექსი (კაროტიდული ექოსკოპია)
  • დოპლერის ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • მიელოგრამა
  • ტვინის ბიოფსია
  • ნერვის ბიოფსია
  • კუნთის ბიოფსია
  • ელექტრო მიოგრაფია (EMG/NCS)