ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

რა არის ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ)?

ვიდეო ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) არის უმტკივნეულო და არაინვაზიური კვლევა, რომელიც ტარდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. კვლევა მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგით, რაც წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ექიმისთვის. ვიდეო ეეგ-ს მთავარი მიზანია ჩაიწეროს თავის ტვინის ელექტრული აქტივობა. ის წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ეპილეფსიის დიაგნოსტიკაში. ზოგიერთმა მდგომარეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს თავის ტვინის ფუნქციაზე და შეცვალოს მისი ელექტრონული აქტივობა.

 

რატომ, როდის არის საჭირო ეეგ გაკეთება?

ექიმი რეკომენდაციას გაგიწევთ ეეგ-ს შესახებ, როცა მას სურს შეაფასოს თავის ტვინის ელექტრული აქტივობა ან გაიგოს (გაადაამოწმოს) უკვე ნაცნობი მდგომარეობა:

  • გულყრები, ეპილეფსია;
  • თავის ტვინის ტრავმა;
  • ძილის დარღვევები;
  • მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ტვინის დაზიანება;
  • მოცულობითი წარმონაქმნი თავის ტვინში, რომელიც გავლენას ახდენს მის ელექტრულ აქტივობაზე;
  • თავის ტკივილი;
  • ქცევის დარღვევები.

როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ეეგ-თვის?

  • წინა ღამით უნდა დაიბანოს თავი მხოლოდ შამპუნით, არ გამოიყენოს თმის კონდიციონერი, კრემი, გელი;
  • არ უნდა მიიღოს კოფეინის შემცველი სასმელი კვლევამდე 8-12 საათით ადრე;
  • შეატყობინოს ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც მოიხმარს, შესაძლოა საჭირო გახდეს მიმდინარე მკურნალობის დროებითი ცვლილება;
  • შესაძლო საჭირო გახდეს კვლევის წინა ღამით ძილის დეპრივაცია (პაციენტმა უნდა დაიძინოს ღამე გვიან და გაიღვიძოს დილით ადრე, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს ყავა და ენერგეტიკული სასმელი);
  • თუ პაციენტი იძინებს დღის ძილით სასურველია კვლევა დაიგეგმოს აღნიშნულ პერიოდში, რათა მოხდეს ძილის ჩანაწერის მიღება.

რა ხდება ეეგ-ს მიმდინარეობისას?

  • ეეგ ტარდება კლინიკაში, თქვენთვის განკუთვნილ კაბინეტში, პალატაში, ან სახლში;
  • სპეციალური ქუდის გამოყენებით, კანის დამუშავების შემდგომ, მაგრდება სენსორები სკალპზე, გელის და პასტას გამოყენებით;
  • შესაბამისი მოწყობილობის მიერ ხდება ელექტრული ტალღის აღრიცხვა, რაც ისახება ეკრანზე;
  • სენსორების მათთვის განკუთვნილ ადგილზე დამაგრების შემდგომ პაციენტი წვება საწოლზე ან ეყრდნობა სავარძელს;
  • შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მელატონინი (მელატონინი გამოიყენება აბის/სპრეის/სიროფის ფორმით) ძილისთვის, ამას კვლევის მიმდინარეობისას გადაწყვეტს ექიმი;
  • კვლევის მიმდინარეობისას პაციენტი უნდა იყოს მოდუნებული და თვალდახუჭული;
  • ასევე კვლევის მიმდინარეობისას დაიგეგმება შესაბამისი სტიმულაციური ტესტები (სუნთქვის ტესტი, ფოტოსტიმულაცია და სხვა.

ეეგ-ს ხანგრძლივობა:

სტანდარტული ვიდეო ეეგ კვლევა გრძელდება 1 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაიგეგმოს უფრო ხანგრძლივი ვიდეო ეეგ, მაგალითად:

  • 1-3 საათი;
  • 3-12 საათი;
  • 24 საათი.

გვერდითი ეფექტები:

ვიდეო ეეგ-ს თითქმის არ გააჩნია გართულება. პროცედურა არის უმტკივნეულო და არაინვაზიური.

 

პასუხის მიღება:

სტანდარტული ვიდეო ეეგ ჩანაწერის პასუხის მიღება შესაძლებელია იმავე დღეს.

ხანგრძლივი ვიდეო ეეგ ჩანაწერის დასკვნას მიიღებთ 72 საათში.