გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი?
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი კუჭ-ნაწლავის გავრცელებული პათოლოგიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მსხვილი ნაწლავის ფუნქციის მოშლა და ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა.
გამომწვევი მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ისეთი ხელშემწყობი ფაქტორები, როგორიცაა:
- კვების რეჟიმის დარღვევები
- ნაწლავის მომატებული მგრძნობელობა;
- ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის წონასწორობის დარღვევა;
- ნაწლავური ინფექციები;
- კვებითი ალერგიები;
- საკვები პროდუქტის აუტანლობა;
- ფსიქოლოგიური ფაქტორი (სტრესი, შფოთვა, დეპრესია);
- გენეტიკა.
დაავადების სიმპტომები
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომით, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმითა და მიმდინარეობით. დაავადებას ახასიათებს:
- მუცლის ყრუ, მოვლითი ხასიათის ტკივილი;
- დისკომფორტი მუცლის მთელს მიდამოში (დიფუზურად), ასევე მუცლის ქვედა მესამედსა და ჭიპის ირგვლივ მიდამოში
- შებერილობა და სპაზმები;
- დიარეა;
- ყაბზობა;
- შებერილობა;
- გულისრევა;
- დაღლილობა.
დიაგნოსტირება
პირველ რიგში, ექიმმა უნდა შეისწავლოს პაციენტის სიმპტომები: მუცლის ტკივილის სიხშირე და სიმძიმე, დეფეკაციისა და ნაწლავური ცვლილებები, შეაფასოს პაციენტის სტრესის დონე, ცხოვრების წესი და ა.შ. ასევე ტარდება ფიზიკალური გამოკვლევა მუცლის მგრძნობელობის, შებერილობის და ნებისმიერი სხვა პათოლოგიის ნიშნების შესამოწმებლად. საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება კოლონოსკოპია, CT ან MRI სკანირება. თუ არსებობს ეჭვი კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევებზე, შესაძლებელია ჩატარდეს დამატებითი ტესტებიც.
მკურნალობის მეთოდები
დაავადების მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს:
- ცხოვრების წესის ცვლილებას;
- დიეტას;
- სტრესის მართვას;
- მედიკამენტურ მკურნალობას.
მკურნალობის მეთოდები ინდივიდუალურად შეირჩევა დაავადების სიმპტომებიდან გამომდინარე.