ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ელექტროფიზიოლოგიური კვლევები

თვალის ელექტროფიზიოლოგიური კვლევების ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები

ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევები გამოიყენება შემდეგი პათოლოგიებისას:

 

  • გლაუკომის ადრეული სტადიის დიაგნოსტიკის მიზნით
  • კატარაქტა (პოსტოპერაციული პროგნოზის შესაფასებლად)
  • მხედველობის ნერვის ატროფია
  • ოპტიკური ნევრიტი
  • ოპტიკური და ტოქსიკური ნეიროპათია
  • ბადურას თანდაყოლილი და შეძენილი დისტროფიები
  • დიაბეტური ანგიორეტინოპათია
  • ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია
  • უვეიტი
  • თვალის კაკლის ტრავმული დაზიანება
  • გაფანტული სკლეროზი (ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი)
  • იდიოპათიური ქალაშიდა ჰიპერტენზია
  • თავის ტვინის სიმსივნური და ტრავმული დაზიანება, ასევე სხვა ნევროლოგიური დაზიანებები
 

 

 

„დიოფსისი“ მსოფლიო ლიდერია თვალის ელექტროფიზიოლოგიურ დიაგნოსტიკაში

მხედველობის სისტემის ფუნქციების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა

  • დაავადების საწყის ეტაპზე დიაგნოსტირება, როდესაც დარღვეულია მხოლოდ ფუნქცია
  • ორგანული ცვლილებების გარეშე
  • მკურნალობის სწორი დაგეგმვა
  • დაავადების დინამიკის მონიტორინგი 

 

უპირატესობები

 

  • არაივაზიური
  • უმტკივნეულო
  • უსაფრთხო
 

ელექტორონული იმპულსების რეგისტრაცია ხდება ელექტროდების მეშვეობით, რომელიც მაგრდება კანზე. სასურველია გამოკვლევის ჩატარების დღეს კანი გქონდეთ სუფთა და მშრალი.

 

 

 

 
 

"დიოფსისის" ელექტრორეტინოგრაფია და მხედველობით გამოწვეული პოტენციალები

 

ეს არის თვალის მაღალინფორმატიული ელექტროფიზიოლოგიური კვლევების კომპლექსი, რომელიც განსაზღვრავს ბადურას, მხედველობის ნერვის, მხედველობის ტრაქტის (მხედველობის გამტარი გზის) და თავის ტვინის ქერქის მხედველობითი ცენტრის ფუნქციონალურ შესაძლებლობებს.

 

 

„დიოფსისის“ მხედველობით გამოწვეული პოტენციალები

თვალში მოხვედრილი სინათლე ბადურა გარსზე გარდაიქმნება ელექტროენერგიად, რომელიც მხედველობის ნერვის და მხედველობის გამტარი გზების გავლით ვრცელდება მხედველობის ცენტრალურ ანალიზატორამდე - ქერქამდე. „დიოფსისის“ მხედველობით გამოწვეული პოტენციალების ტესტი ზომავს ელექტრული იმპულსის გატარების სიჩქარეს და ძალას. შესაბამისად, მთლიანი მხედველობის სისტემის ელექტრულ აქტივობას - ბადურა გარსიდან ქერქამდე, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ რამდენად მყარია კავშირი თვალებსა და თავის ტვინს შორის, რომელიც იცვლება მხედველობის გამტარი გზების პათოლოგიის დროს. 

 

 

 

„დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფია (პატერნ-ელექტრორეტინოგრაფია, მულტიფოკალური ელექტრორეტინოგრაფია) 

ელექტრორეტინოგრაფია გამოიყენება ბადურა გარსის ფუნქციური მდგომარეობის ობიექტური განსაზღვრისთვის. სინათლე, თვალში მოხვედრისას, გარდაიქმნება ელექტროენერგიად ბადურა გარსის უჯრედების მეშვეობით. ელექტრორეტინოგრაფია საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ თუ რამდენად სრულფასოვანია ბადურა გარსის უჯრედების ელექტრული გარდაქმნის პასუხი, რაც გვეხმარება მხედველობის დაქვეითებით მიმდინარე მრავალი დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.  

 

 

ოფ­თალ­მო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და კვლე­ვე­ბის­თვის დაუკავშირდით ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს +995 (32) 2 190 190