ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

დღენაკლთა მეთვალყურეობის პროგრამა

სპეციალური პირობები ნაადრევად დაბადებული ბავშვებისთვის


ყველა ბავშვს, რომელიც დაბადებულია დღენაკლი, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს დღენაკლთა მეთვალყურეობის სპეციალური პირობებით, რაც მოიცავს უფასო კონსულტაციებს და ფასდაკლებებს აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე.

პედიატრის კონსულტაცია:

  • პირველი ვიზიტი პედიატრთან უფასოდ.
  • ყოველი შემდგომი ვიზიტი პედიატრთან ფასდაკლებით - 40 ლარად (65 ლარის ნაცვლად).

ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია:

  • პირველი ვიზიტი ბავშვთა ნევროლოგთან უფასოდ.
  • ყოველი შემდგომი ვიზიტი ბავშვთა ნევროლოგთან ფასდაკლებით - 40 ლარად (65 ლარის ნაცვლად.

ოფთალმოლოგის კონსულტაცია 

  • ფასდაკლებით - 40 ლარად (65 ლარის ნაცვლად).

ვის შეუძლია ისარგებლოს დღენაკლთა მეთვალყურეობის პროგრამის სპეციალური პირობებით?

 

დღენაკლთა მეთვალყურეობის პროგრამის სპეციალური პირობებით სარგებლობა შესაძლებელია 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის, რომელიც დაბადებულია დღენაკლი. პირობები ასევე ვრცელდება სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის.

 

რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბავშვი დაბადებულია დღენაკლი?

დღენაკლთა მეთვალყურეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა! დღენაკლულობა ასოცირდება სხვადასხვა სამედიცინო პრობლემასთან, განვითარებისა და ქცევის დარღვევების რისკთან. დღენაკლი ბავშვები 0-დან 2 წლამდე ასაკში, საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას და შედარებით ხშირ სამედიცინო გასინჯვას, რათა დროულად ამოვიცნოთ:

  • განვითარების შეფერხება
  • მხედველობის პრობლემები, რეტინოპათია
  • სმენის პრობლემები
  • კვებითი დარღვევები
  • ძილის დარღვევები, ძილის აპნოე
  • მეტყველების პრობლემები
  • აუტისტური სპექტრის დარღვევები
  • ქცევითი დარღვევები: იმპულსურობა, ჰიპერაქტიურობა

ადრეული დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა დროულად მოხდეს შესაბამისი სამედიცინო ჩარევა. ამისათვის საჭიროა სხვადახვა სპეციალისტის კომპლექსური მუშაობა და ამბულატორიული მონიტორინგი. ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ხელმისაწვდომია დღენაკლთა ამბულატორიული მეთვალყურეობის სრული მომსახურება - პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, ორთოპედის გეგმიური მეთვალყურეობა.

 

ნევროლოგიური მეთვალყურეობა დღენაკლი ბავშვებისთვის

ყველა დღენაკლი ახალშობილი, რომელიც დაბადებულია 37 კვირაზე ადრე, აუცილებლად საჭიროებს ნევროლოგის დამატებით და განსაკუთრებულ  მეთვალყურეობას!

დღენაკლი ბავშვის ნევროლოგიური შეფასების დროს ტარდება ნევროლოგის კონსულტაცია და ნევროლოგიური გასინჯვა. ასევე, ხდება ბავშვის მოტორული და გონებრივი განვითარების შეფასება (Hammersmith და ASQ შკალებით).

საჭიროების შემთხვევაში ტარდება დამატებითი კვლევები, რომელთა სრული სპექტრი ხელმისაწვდომია ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ხელმისაწვდომია:

  • ნევროლოგის გეგმიური მეთვალყურეობა
  • პოლისომნოგრაფია - ძილის მონიტორინგი
  • ნეიროსონოსკოპია
  • ვიდეო ელექტროენცეფალოგრაფია (ადგილზე მომსახურება)
  • მაღალი რეზოლუციის მაგნიტურ რეზონანსული (MRI) ტომოგრაფია 24/7
  • კომპიუტერული ტომოგრაფია 24/7
  • განვითარების შეფასება სხვადასხვა შკალების მიხედვით.