დიაბეტური ტერფი
შაქრიანი დიაბეტი არის სისხლში შაქრის მომატებული მდგომარეობა, რომელიც ჯანმრთელობის ერთერთი მთავარი პრობლემაა და ჰოსპიტალიზაციის ხშირი მიზეზია.
ფეხის პრობლემების უმეტესობა, რომელსაც დიაბეტით დაავადებული ადამიანები აწყდებიან, გამოწვეულია სისხლძარღვების დაზიანებით. ეს დაზიანება იწვევს ორ მთავარ პრობლემას:
- ნერვების სისხლით ცუდად მომარაგება აქვეითებს ფეხების მგრძნობელობას;
- კანისა და მთლიანად ფეხის სისხლით ცუდად მომარაგება ართულებს ჭრილობების შეხორცებას. ამიტომ, დიაბეტით დაავადებული პაციენტებში რთულად ხდება ჭრილობების შეხორცება. ჭრილობა, რომლებიც არ ხორცდება, ქმნის ბაქტერიების შეღწევის შესაძლებლობას ფეხში, რაც იწვევს დიაბეტური ფეხის ინფექციას.
დიაბეტით გამოწვეულ ნერვულ დაზიანებას დიაბეტური ნეიროპათია ეწოდება. ფეხის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტური ნეიროპათიის შედეგად, არის შარკოს ართროპათია (ასევე ცნობილია როგორც შარკოს ნეიროართროპათია ან უბრალოდ შარკოს ფეხი). ეს მდგომარეობა არის ფეხის ძვლების ამოუცნობი დაზიანებების შედეგი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დეფორმაცია და ინვალიდობა.
შარკოს ართროპათია არის ფეხისა და ტერფის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ტრავმების შეგრძნების უუნარობით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დეფორმაციები.
დიაბეტის და ნეიროპათიის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ფეხის მოტეხილობები ან დისლოკაციები ისე, რომ ვერც კი შეამჩნიონ ეს დაზიანებები. დაზიანებები წარმოიქმნება აშკარა ტრავმული მოვლენების შედეგად, როგორიცაა დაცემა ან ტერფის დაჭიმვა. დაავადება დროთა განმავლობაში ვითარდება დიაბეტურ ტერფზე წონის არასწორი გადანაწილების გამო. ფეხზე არათანაბრად გადანაწილებული ძალები იწვევს ტკივილს, რის გამოც პაციენტი ავტომატურად არეგულირებს თავის პოზიციას და გადაანაწილებს წონას, სანამ რაიმე დაზიანება მოხდება ფეხის არეში. თუმცა დიაბეტით დაავადებული ვერ გრძნობს ტკივილს და ვერ არხერხებს ფეხზე დატვირთვის სწორად გადანაწილებას, სწორედ ეს იწვევს მოტეხილობებს და სხვა ტიპის დაზიანებებს.
ტკივილის შეგრძნების გარეშე, დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება გააგრძელოს დაზიანებულ ფეხით სიარული, რაც გააუარესებს დაზიანებას და გამოიწვევს მნიშვნელოვან დეფორმაციას. შარკოს ფეხით დაავადებული პაციენტების მხოლოდ 25-დან 50%-მდე აღნიშნავს სპეციფიკურ დაზიანებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნეიროპათია ხელს უწყობს შარკოს განვითარებას, თუმცა არსებობს სხვა რისკ-ფაქტორებიც:
- ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორი სიმსუქნეა;
- დიაბეტით დაავადებულებში შარკოს განვითარების რისკი იზრდება ასაკთან ერთად.
შარკოს ფეხის დეფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე პრობლემა:
- შესაძლებელია გართულდეს ფეხსაცმლის ტარება, ან შეუძლებელიც კი გახდეს;
- შესაძლოა წარმოიქმნას წყლულები, ან ჭრილობები, რომლებიც გამოწვეულია კანზე ჭარბი ზეწოლით. კანის დაზიანების შემდეგ, ფეხის არეში ინფექციის განვითარების რისკი ძალიან მაღალია და სისხლძარღვების დაზიანების გამო დიაბეტით დაავადებულებში რთულდება როგორც ჭრილობების შეხორცება, ასევე ინფექციებთან ბრძოლა.
სიმპტომები
მიუხედავად იმისა, რომ შარკოს ართროპათიის მქონე პაციენტებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ ტკივილის შეგრძნება, მათ შესაძლოა ჰქონდეთ სხვა სიმპტომები.
შარკოს ყველაზე ადრეული ნიშანი არის ფეხის შეშუპება, რომელიც შესაძლოა განვითარდეს აშკარა დაზიანების გარეშე.
ფეხის სიწითლე, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ადრეულ ეტაპზე არის ნორმალური ანთებითი რეაქცია დაზიანებებზე, რომლებიც ხდება ფეხის არეში.
შეშუპება, სიწითლე და სითბო შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, თუმცა ინფექცია ნაკლებად სავარაუდოა, თუ კანზე არ არსებობს ჭრილობა. დიაბეტით დაავადებულებში თუ ფეხის შეშუპება ჭრილობის გარეშე მოხდა, სავარაუდოდ ეს გამოწვეულია შარკოს დაავადებით.
დიაბეტური ფეხი - პრევენცია
დიაბეტური ფეხის მკურნალობის მრავალი ვარიანტი არსებობს, თუმცა ყველაზე ეფექტური მკურნალობა პრევენციაა. დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის სისხლში შაქრის მკაცრი კონტროლი და ფეხის ყოველდღიური შემოწმება აუცილებელია, როგორც ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ასევე გართულებების თავიდან ასაცილებლად.
დიაბეტური გართულებების საუკეთესო პრევენცია გახლავთ ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაცია, რასაც ასახავს გლიკოჰემოგლობინის მაჩვენებელი. დიაბეტის მართვაში დაგეხმარებათ ენდოკრინოლოგთან ვიზიტი, რის შემდეგაც შესაძლოა ნევროლოგის და ანგიოლოგის კონულტაცია გახდეს საჭირო.