ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ბავშვთა კარდიოლოგია და კარდიოქირურგია

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში შესაძლებელია ბავშვთა და მოზარდთა სრული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების მიღება. ცენტრში სერვისით სარგებლობა შეუძლიათ 0-18 წლამდე პაციენტებს, ასევე გულის თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ზრდასრულ პაციენტებს. კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სთავაზობს როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სერვისის მიღებას. ბავშვთა კარდიოლოგიისა და კარდიოქრურგიულ ცენტრში ხორციელდება თანდაყოლილი და შეძენილი გულის მანკების მკურნალობა და ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ჩარევა.


ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საკვლევი აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ისეთი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას, როგორებიცაა:

  • ექოკარდიოგრაფია (ტრანსთორაკალური)
  • ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (საყლაპავშიდა გულის ულტრაბგერითი კვლევა)
  • ნაყოფის გულის ექოსკოპია
  • ელექტროკარდიოგრაფია
  • არტერიული ჰიპერეტნზიის კონტროლი
  • გულის კათეტერიზაცია (დიაგნოსტიკური და ინტერვენციული)
  • კარდიოლოგის კონსულტაცია

დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხდება  მაღალი კვალიფიკაციის მქონე  ბავშვთა კარდიოლოგების და კარდიოქირურგების მიერ მაღალტექნოლოგიური აპარატურით, თანამედროვე გაიდლაინების გათვალისწინებით.