ბავშვთა ფსიქოლოგის სერვისი
ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ხელმისაწვდომია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის ინდივიდუალურად შერჩეული თერაპიის კურსები, ქცევის ისეთი დარღვევების სამართავად, როგორიცაა:
- აუტისტური სპექტრის აშლილობა
- ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD)
- დისლექსია
- პანიკური შეტევები და შიში
- გაჯეტებსა და ეკრანებთან მიჯაჭვულობის სინდრომი
ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში სტაციონარული პაციენტებისთვის ფუნქციონირებს ბავშვთა ფსიქოლოგის სერვისიც, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა სწრაფ რეაბილიტაციასა და ქირურგიული ჩარევებით ან სხვა სამედიცინო მანიპულაციებით გამოწვეული სტრესის დაძლევას. ცენტრში ასევე შესაძლებელია სუიციდის მცდელობების შემდგომი მართვა. თანამედროვე ფსიქოლოგიის და ქცევის გამოყენებითი ანალიზი მრავალფეროვანი სავარჯიშოებით და ტექნიკით შესაძლებელს ხდის ეფექტურად ვმართოთ კოგნიტური უნარები და ქცევითი დარღვევები.