ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ბავშვთა და მოზარდთა ორთოპედია - ტრავმატოლოგია

„ნიუ ჰოსპიტალისის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილება. ცენტრში შესაძლებელია 24/7-ზე გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, აგრეთვე გეგმიური ორთოპედიულ - ტრავმატოლოგიური სერვისით სარგებლობა. ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში შესაძლებელია თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების მართვა, ძვალ - სახსროვანი, კუნთოვანი და ხერხემლის სვეტის დეფორმაციების მკურნალობა როგორც კონსერვატიული მიდგომით, ისე ქირურგიული ჩარევით.


ბავშვთა ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილებაში წარმოებს პათოლოგიების მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა და ისეთი დაავადებების მართვა - მკურნალობა როგორებიცაა:

  • საყრდენ - მამოძრავებელი სისტემა
  • მენჯ - ბარძაყის დეფორმაციები
  • ხერხემლის (სკოლიოზი, კიფოზი, ნორდოზი) დეფორმაციები
  • ტანდეგობის პრობლემები
  • მყესებისა და იოგოვანი სისტემის კორექცია
  • არათანაბარი, არასიმეტრიული კიდურების (შეძენილი და თანდაყოლილი) კორექცია
  • ტრავმის შემდგომი მკურნალობა

ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი ინფრასტრუქტურით - ექოსკოპიის, რენტგენოსკოპიისა და დენსიტომეტრიული აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის პათოლოგიური უბნის ზუსტ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.