ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

აკვა თერაპია

რა არის აკვა თერაპია?

აკვა თერაპია (იგივე ჰიდრო თერაპია) წარმოადგენს რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რომელიც ტარდება წყალში, სპეციალურად მოწყობილ აუზში. აკვა თერაპია სასარგებლოა პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ ნევროლოგიური ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. თერაპიის შედეგად ხდება კუნთების რელაქსაცია, სახსრების მოძრაობის გაუმჯობესება და ტკივილის შემცირება, რაც ხშირად თან სდევს ნევროლოგიურ და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებას. აკვა თერაპია ტარდება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრის გამოცდილი ჰიდროთერაპევტების მიერ.


რა თერაპიული ეფექტი აქვს აკვა თერაპიას?

აკვა თერაპია შესაძლებელია ჩატარდეს ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობის ან სხვადასხვა დაავადებების დროს. მას გააჩნია არაერთი თერაპიული ეფექტი:

  • სახსრებში მოძრაობის გაუმჯობესება
  • ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესება
  • დასუსტებული კუნთების გაძლიერება
  • კუნთების ტკივილის და სპაზმის შემცირება
  • სიარულის გაუმჯობესება
  • სტრესის შემცირება
  • რელაქსაციის ხელშეწყობა

აკვა თერაპია განსხვავდება აკვა ფიტნესისგან, რამდენადაც მას სამედიცინო დანიშნულება აქვს  და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნეირორეაბილიტაციის პროცესში.


რა უ
პირატესობა აქვს აკვა თერაპიას?

აკვა თერაპია განსაკუთრებით საჭიროა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ რაიმე დაზიანება ან უნარშეზღუდულობა, რაც ხელს უშლით სხვადასხვა გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულებაში. კერძოდ, მათ, ვისაც უჭირთ ჩვეულებრივი ვარჯიშების შესრულება, შეუძლიათ მიმართონ აკვა თერაპიას, რადგან წყალი ამარტივებს ვარჯიშის პროცესს და ამავდროულად წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს პაციენტებისთვის.

akvaterapia


წყლის ბუნებრივი თვისებები ქმნის იდეალურ თერაპიულ გარემოს:

თბილი წყალი ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას, უზრუნველყოფს რელაქსაციას და ამცირებს კუნთებისა და სახსრების ტკივილს.

  • ამომგდები ძალა ამცირებს გრავიტაციის ზემოქმედებას დაზიანებულ კუნთებსა და სახსრებზე.
  • ჰიდროსტატიკური წნევა საშუალებას აძლევს წონასწორობის დეფიციტის/დარღვევის მქონე ადამიანებს შეასრულონ ვარჯიშები უმტკივნეულოდ და წაქცევის შიშის გარეშე.
  • წყლის წინააღმდეგობა სასარგებლოა კუნთების გაძლიერებისთვის.
  • რესპირატორული კუნთები ინტენსიურად მუშაობენ წყალში, რასაც დიდი წვლილი შეაქვს პაციენტის გაჯანსაღების პროცესში.
  • სხვა სახის ფიზიკურ თერაპიასთან შედარებით, აკვა თერაპია უფრო ეფექტურად აჩქარებს გაჯანსაღების პროცესს და ამცირებს ტკივილებს. თერაპიის კურსი ასევე საკმაოდ ეფექტურია სპორტული აქტივობის დაწყებამდე, მაგალითად ათლეტებისთვის, რომელთაც სჭირდებათ სწრაფი რეაბილიტაცია ქირურგიული პროცედურების შემდეგ.
akvaterapia

რა დაავადებების დროს არის რეკომენდებული აკვა თერაპია?

აკვა თერაპია სასარგებლოა ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობების ან დაავადებების დროს. ესენია:

  • ართრიტი
  • ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანება
  • ნერვული სისტემის ანთებითი და ინფექციური დაზიანების შემდგომი პერიოდი
  • პერიფერიული ნერვული სიტემის დაზიანებები
  • ბალანსის დარღვევა
  • ცერებრალური დამბლა
  • ქრონიკული ტკივილი
  • სახსრების რეკონსტრუქციული ქირურგია (რეაბილიტაციის პერიოდი)
  • სახსრის ჩანაცვლება - ენდოპროთეზირება (რეაბილიტაციის პერიოდი)
  • წელის ტკივილი
  • ოსტეოართრიტი
  • ორთოპედიული დაზიანებები
  • პარკინსონის დაავადება
  • გაფანტული სკლეროზი
  • რევმატოიდული ართრიტი
  • სქოლიოზი
  • ზურგის ტვინის დაზიანება
  • ინსულტი
  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანება

akvaterapia

ვისთვის არის რეკომენდებული აკვა თერაპია?

აკვა თერაპია რეკომენდებულია ყველა ასაკის ადამიანისთვის  - როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით თერაპიის სპეციალისტის მიერ ხდება პაციენტზე მორგებული კურსის შედგენა.


როგორ გავიგოთ გვჭირდება თუ არა აკვა თერაპია?

აკვა თერაპიის კურსის დასაგეგმად საჭიროა კონსულტაციის გავლა ნევროლოგთან ან  რეაბილიტოლგთან, რომელიც შეაფასებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისცემს რეკომენდაციას მკურნალობის კურსის შესახებ.