ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

10 ნოემბერი 2023

კატარაქტის უფასო სკრინინგი

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ კატარაქტის უფასო სკრინინგს!

კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის - ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას. კატარაქტის მიერ გამოწვეული დაბინდული მხედველობისას, პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება, ან სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება.

კატარაქტის უფასო სკრინინგით სარგებლობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში თუ:
  • თქვენი ასაკია 60 +
  • გაწუხებთ მხედველობის დაქვეითება
შეავსეთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით!


„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში. ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის კეთილდღეობაზე და ჩვენი პროფესიონალი ოფთალმოლოგების დამსახურებით უკვე ათასობით ადამიანმა გაიუმჯობესა მხედველობა.