ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

23 დეკემბერი 2019

წლის მნიშვნელოვანი ოფთალმოლოგიური კონფერენცია „ნიუ ჰოსპიტალსის“ მხარდაჭერით გაიმართა

<p>22 დეკემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიის კონფერენციის“ მეათე, საიუბილეო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრისა“ და სხვა კლინიკების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.</p>
<p>კონფერენციაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები და ღონისძიების ფარგლებში მსმენელს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა მედიცინის სიახლეებს, ასევე მოესმინა ოფთალმოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ექიმები, თამარ ქარდავა და ელისო ბრეგვაძე წარდგნენ მოხსენებით „ორბიტის პათოლოგიის კლინიკური ქეისები“ და თვალბუდის პათოლოგიის რთული შემთხვევებისა და მათი სწორად მართვის შესახებ ისაუბრეს.</p>
<p>აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც „საქართველის ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა საზოგადოების“, „ოფთალმოლოგთა ევრო-აზიური კავშირის“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ეგიდით წელს, მეათედ გაიმართა, 2010 ჩაეყარა საფუძველი „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ წამყვანი ექიმის, <a href=ზაზა ხოტენაშვილის მიერ.

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს” თვალის დაავადებათა მკურნალობის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია და ქვეყნის მასშტაბით ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით. ცენტრი 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

" />

22 დეკემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიის კონფერენციის“ მეათე, საიუბილეო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრისა“ და სხვა კლინიკების წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები და ღონისძიების ფარგლებში მსმენელს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა მედიცინის სიახლეებს, ასევე მოესმინა ოფთალმოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ექიმები, თამარ ქარდავა და ელისო ბრეგვაძე წარდგნენ მოხსენებით „ორბიტის პათოლოგიის კლინიკური ქეისები“ და თვალბუდის პათოლოგიის რთული შემთხვევებისა და მათი სწორად მართვის შესახებ ისაუბრეს.

აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც „საქართველის ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა საზოგადოების“, „ოფთალმოლოგთა ევრო-აზიური კავშირის“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ეგიდით წელს, მეათედ გაიმართა, 2010 ჩაეყარა საფუძველი „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ წამყვანი ექიმის, ზაზა ხოტენაშვილის მიერ.

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს” თვალის დაავადებათა მკურნალობის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია და ქვეყნის მასშტაბით ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით. ცენტრი 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.