ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

9 იანვარი 2026

სიზუსტისა და უსაფრთხოების ახალი სტანდარტი - განახლებული ლაბორატორია ნიუ ჰოსპიტალსში

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ლაბორატორიის სრული ტექნოლოგიური განახლება წარმატებით დასრულდა. ეს კლინიკის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და უზრუნველყოფს დიაგნოსტიკური მომსახურების უფრო მაღალ სიზუსტეს, სანდოობას და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებულ სტანდარტებს.

ტექნოლოგიური განახლება მოიცავდა დიაგნოსტიკური ლაბორატორიის აპარატურის სრულად ჩანაცვლებას უახლესი თაობის მოწყობილობებით, ასევე შიდა ლაბორატორიული პროგრამული სისტემების მოდერნიზაციას.

ლაბორატორიის მოდერნიზაცია არის კლინიკის ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი სხვა მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებთან ერთად; მათ შორისა: 3 ტესლიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თანამედროვე ნევროლოგიური მიკროსკოპი და სხვა დიაგნოსტიკური აპარატურა, რომლებიც ერთიანად ქმნის მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სისტემას.


ამ ეტაპზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია წარმოდგენილია ისეთი ცნობილი აპარატურული ბრენდებით, როგორიცაა: Roche, Sysmex, Stago, Radiometer, Instrumental Laboratory , Vitek, Alegria და ა. შ.

სრულად ავტომატიზებული სამუშაო სისტემები საშუალებას აძლევს კლინიკას უმოკლეს დროში განახორციელოს ფართო სპექტრის დიაგნოსტიკური კვლევები უმაღლესი სიზუსტის, სანდო შედეგებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული და კომპლექსური კლინიკური შემთხვევების მართვისას. თანამედროვე აპარატურა და ავტომატიზებული პროცესები ამცირებს ადამიანის ფაქტორის გავლენას და უზრუნველყოფს ხარისხიან შედეგებს ყველა ტიპის ლაბორატორიული ანალიზისთვის, კვლევის ყველა ეტაპზე. ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს ერთ სივრცეში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს პაციენტისთვის და საშუალებას აძლევს ექიმს მიიღოს შედეგები ერთიან, პროგრამულად ინტეგრირებულ ფორმატში. კლინიკაში მოქმედებს ბინაზე უფასო გამოძახების ლაბორატორიული სერვისი.


ლაბორატორიისა და ტექნოლოგიური რესურსების მოდერნიზაცია წარმოადგენს კლინიკის სტრატეგიულ ინვესტიციას მუდმივ განვითარებაში, ხარისხსა და პაციენტის უსაფრთხოებაში. ამ ცვლილებებით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია

კვლავ ინარჩუნებს წამყვან პოზიციას ქვეყანაში და თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სტანდარტებზე დაფუძნებით უზრუნველყოფს პაციენტის საჭიროებებზე მორგებულ, უწყვეტ მომსახურებას. კლინიკაში მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის კონტროლის ყოველდღიური და ყოველთვიური პროგრამები, მუდმივად მიმდინარეობს პროცესების დოკუმენტირების მონიტორინგი. შედეგად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო მომსახურება გამორჩეულია მაღალი ხარისხით და სტაბილური შედეგებით.