15 ივლისი 2019
ღვიძლისა და სანაღვლე გზების საუკეთესო ქირურგი, გურამ ახალაძე უფასო კონსულტაციებს გამართავს
ღვიძლისა და სანაღვლე გზების საუკეთესო ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, გურამ ახალაძე 22 ივლისიდან ნიუ ჰოსპიტალსში უფასო კონსულტაციებს გამართავს. უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა შეუძლიათ პაციენტებს, ვისაც დადგენილი აქვთ ღვიძლის ან პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნეები; ასევე, ღვიძლის ან პანკრეასის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, როგორიც არის ადენომა, ჰემანგიომა, კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და სხვდასხვა გენეზის კისტური წარმონაქმნები.
კონსულტაციაზე ჩასაწერად, პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ ნიუ ჰოსპიტალსის ქოლ-ცენტრს, ნომერზე 2 190 190; ხოლო ექიმთან კონსულტაციაზე უნდა იქონიონ დიაგნოზის დამადასტურებელი ფორმა 100.
შეიტყვეთ მეტი ღვიძლისა და სანაღვლე გზების საუკეთესო ქირურგის, გურამ ახალაძის შესახებ