რა უნდა ვიცოდეთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ამბულატორიული სამედიცინო სერვისების შესახებ
ულტრათანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა პაციენტებისთვის ხარისხიანი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მომსახურების უზრუნველსაყოფად.
ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება
სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვა მნიშვნელოვანი პროცესია. სწორედ ამიტომ, ჰოსპიტალში სისტემატურად ხორციელდება მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მუდმივად მიმდინარეობს მისი გაუმჯობესება. ამასთან, ევროპის წამყვან კლინიკებთან თანამშრომლობის შედეგად მუდმივად ინერგება უახლესი ევროპული სტანდარტები პაციენტებზე ზრუნვისა და მათი მომსახურების პროცესებში.
პროფესიონალიზმი და ევროპული გამოცდილება
საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმით და გამოცდილებით მიიღწევა. ამიტომაც, „ნიუ ჰოსპიტალსი“ მუდმივად ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე და უზრუნველყოფს მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს ქვეყნის შიგნით თუ მის საზღვრებს გარეთ. ამასთან, ჰოსპიტალი თანამშრომლობს ევროპული გამოცდილების მქონე პროფესიონალ ექიმებთან, რომლებიც კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტში არიან დასაქმებული და მონაწილეობას იღებენ პაციენტების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცესებში. კლინიკაში პაციენტების მკურნალობა საერთაშორისო სამედიცნო საზოგადოებების რეკომენდაციების და მათ საფძველზე კლინიკაში დანერგილი მკურნალობის პროტოკლოების დაცვით ხორციელდება. უზრუნველოფილია პაციენტის მკურნალობის თანმიმდევრულობა დასავლური, მტკიცებით ფაქტებზე დამყარებული მედიცინის მიხედვით.
საერთაშორისო აკრედიტაცია
კლინიკის RIQAS მიერ აკრედიტებული ლაბორატორია წელიწადში 12-ჯერ ახდენს აპარატურის ვალიდაციას საერთაშორისოდ აღიარებულ ევროპულ ორგანიზაციაში.
გარემო და უსაფრთხოება
პაციენტებისთვის კომფორტული გარემოსა და უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინფრასტრუქტურა შექმნილია ევროპული სტანდარტების მიხედვით, რომლის ანალოგი საქართველოს მასშტაბით არ არსებობს.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული ვენტილაციის უმაღლესი ხარისხის სისტემა უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადების მართვას და ფილტრაციას, ასევე ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირებას, რაც უმნიშვნელოვანესია სადიაგნოსტიკო და სამკურნალო წარმატებული ოპერირებისთვის.
ჰოსპიტალი აღჭურვილია სახანძრო და საგანგებო სიტუაციების უსაფრთხოების სისტემით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტებისა და ჰოსპიტალის თანამშრომლების დაცულობას საგანგებო სიტუაციის არსებობის შემთხვევაში. სისტემა დანერგილია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და მუდმივად გამართულია პოტენციური საფრთხის აღმოსაფხვრელად. მეტი უსაფრთხოებისთვის, ჰოსპიტალს გააჩნია ელექტრომომარაგების 2 წყარო და 2 შიდა ავტონომური სისტემა, რაც სრულიად აღმოფხვრის ელექტრომომარაგების შეწყვეტის რისკს, კლინიკას გააჩნია საკუთარი წყალმომარაგება და 600ტ წყლის მარაგი. ელექტროგაყვანილობა სამედიცინო სერვისების შესაბამისი სტანდარტების დაცვით არის დაპროექტებული, რაც მაქსიმალურად ამცირებს პაციენტისთვის საფრთხის დადგომის საშიშროებას.
ჰიგიენა და ჰოსპიტალური ინფექციების პრევენცია
ვენტილაციის და სტერილური ნაკადების მართვის ავტომატური სისტემებისა და უახლესი დანადგარებით აჭღურვილი სასტერილიზაციო განყოფილების გამართული ფუნქციონირება, სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების და ევროკავშირის მკაცრი რეგულაციების, კლინიკისი შიდა პროტოკოლების დაცვა და ბაქტერიოლოგიური სტატუსის მონიტორინგის უმაღლესი ხარისხი უზრუნველყოფს ჰოსპიტალში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის სიჯანსაღესა და ინფექციების გავრცელების სიმცირეს.
ამბულატორიაში გასასინჯი კაბინეტების ლოკაცია
რა არის საჭირო სამედიცინო სერვისების მისაღებად კლინიკის ამბულატორიულ განყოფილებაში მოსული პაციენტისათვის?
სამედიცინო სერვისების მისაღებად ყველა პაციენტმა საჭიროა გაიაროს რეგისტრაცია.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ცენტრალურ შესასვლელში, მეორე სართულზე, სარეგისტრაციო სივრცეში, განთავსებულია რიგის მართვის აპარატი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რიგის ბილეთის მიღება. რიგის ბილეთის მიღება ასევე შესძლებელია ამბულატორიის სხვა სივრცეებში, რეგისტრატურებთან. პაციენტების კომფორტისათვის, ამბულატორიის ყველა სივრცეში ფუნქციონირებს ამბულატორიული რეგისტრატურა:
- ცენტრალურ შესასვლელში, II სართულზე (N1 რეგისტრატურა)
- ოფთალმოლოგიის ერვონული ცენტრში, II სართულზე (N3 და N4 რეგისტრატურა)
- ამბულატორიაში, III სართულზე (N5 და N6 რეგისტრატურა)
- IV სართულზე (N7 რეგისტრატურა)
- რადიოლოგიაში, I სართულზე (N8 რეგისტრატურა)
რიგის ბილეთის გამოყენებით შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა და აგრეთვე ამბულატორიული სერვისებით სარგებლობა - რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პაციენტი არსებული რიგის ნომრით გადამისამართდება ექიმის კაბინეტში.
პაციენტი, რომლიც მოდის კლინიკაში ჰოსპიტალიზაციისათვის ასევე იღებს რიგის ბილეთს, რომლითაც გადამისაამართდება საჰოსპიტალიზაციო პაციენტებისათვის განკუთვნილ (N2) რეგისტრატურაში.
აქვს თუ არა მნიშვნელობა ექიმთან ქოლ ცენტრის მეშვეობით ან ონლაინ წინასწარ ჩაწერას?
რიგის მართვის სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას წინასწარ განსაზღვრულ დროს ჩაწერილ პაციენტს.
რიგის სისტემაში ავტორიზაციისთვის პაციენტმა უნდა შეიყვანოს უნიკალური კოდი, რომელიც მას მიღებული აქვს მობილურ ტელეფონზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
პაციენტებს, რომლებიც სარგებლობენ ცოცხალი რიგით, როგორც წესი სჭირდებათ დალოდება სამედიცინო სერვისების მისაღებად.
რატომ შეიძლება მოუხდეთ ლოდინი წინასწარ ჩაწერილ პაციენტებს?
ექიმები სამუშაო დღის მანძილზე იღებენ პაციენტებს როგორც კონსულტაციისთვის, ასევე სხვადასხვა სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად. ყველა სამედიცინო მომსახურება განსაზღვრულია დროით, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ექიმის სამუშაო გრაფიკში შედის დაუგეგმავი ცვლილება.
არსებობს შემთხვევები, როდესაც გეგმიურ სამედიცინო პროცედურას დაგეგმილზე მეტი დრო სჭირდება. ამასთან, ექიმებს გეგმიური კონსულტაციებისა და პროცედურების გარდა, შესაძლოა მოუწიოთ გადაუდებელი განყოფილებაში პაციენტის კონსულტირება. კერძოდ, თუ მიმღებ განყოფილებას მიმართავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტი, მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა პრიორიტეტულია და ხშირად პაციენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება. ასეთ დროს, ამბულატორიულ პაციენტებს უხდებათ ლოდინი.
რას ვაკეთებთ მოლოდინის დროის შესამცირებლად?
„ნიუ ჰოსპიტალსისთვის“ თითოეული პაციენტის დრო და კეთილდღეობა მნიშვნელოვანია. მოლოდინის დროის შესამცირებლად კლინიკაში დანერგილია რიგების მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების მაქსიმალურად დროულ მიღებას და მომსახურებას.
ამასთან, ხდება პაციენტების ინფორმირება წინასწარ ჩაწერის აუცილებლობის შესახებ, რათა მოხდეს ცოცხალი რიგებით გამოწვეული დისკომფორტის შემცირება.
როგორ მუშაობს რიგების მართვის სისტემა?
რიგების მართვის სისტემა სამედიცინო დაწესებულებაში ბევრად უფრო რთულია ვიდრე სხვა დაწესებულებებში. კლინიკაში ხშირია მრავალი გადამისამართება მაგალითად ოჯახის ექიმისგან ექიმ-სპეციალისტთან, ლაბორატორიაში, რენტგენოლოგიურ ან მაღალტექნოლოგიურ რადიოლოგიურ კვლევაზე, უკან ისევ ექიმთან და ა.შ.
კლინიკაში მოსულ პაციენტს რიგების მართვის სისტემა მისი მოძრაობის მიხედვით ანიჭებს სხვადასხვა ტიპის პრიორიტეტს, განსაზღვრული ლოგიკით. მაგალითად, წინა დღეს ნაოპერაციები პაციენტი კლინიკაში ექიმითან პოსტოპერაციულ ვიზიტზე შედის პრიორიტეტული რიგით, ასევე პრიორიტეტით სარგებლობს ჩაწერილი პაციენტი და კლინიკაში უფრო ადრე მოსული პაციენტი ექიმ სპეციალისტთან ან კვლევაზე გადამისამართების დროს. ამიტომ მნიშვნელოვანია რიგის ნომრის აღება და ამ ნომრით სხვადასხვა სივრცეებში მოძრაობა.
როგორ გავიგო როდის მოვა ჩემი რიგი?
ყველა კაბინტეში, ყველა ექიმთან, რიგების მართვის სისტემა აგენერირებს შესაბამის ნომერს, რომელშიც პირველი სიმბოლო ლათინური ასოა, ხოლო შემდგომი სამი სიმბოლო ქმნის რიცხვს.
მაგალითად, თუ თქვენ ჩაწერის გარეშე მობრძანდით კარდიოლოგთნ და აიღეთ რიგის ნომერი მაგ. C024, ხოლო კაბინეტის კარის თავზე განთავსებულ ტაბლოზე ანთია C021, თქვენს წინ რიგში კიდევ 3 პაციენტია.
თუმცა, უნდა ივარაუდოთ, რომ სხვა ნომრით, მაგ. Z459-ით შესაძლოა კაბინეტში თქვენამდე შევიდეს კლინიკაში თქვენზე ადრე მოსული, სხვა ექიმისგან გადამისამართებული ან ოპერაციის შემდგომი პაციენტი.
თქვენზე ადრე კაბინეტში ვერ შევა თქვენზე გვიან კლინკაში მოსული პაციენტი C025 ნომრით.
როგორ ავირჩიო ვისთან ჩავეწერო თუკი უკვე მოვედი კლინიკაში?
რიგების მართვის აპარატზე დეტალურად არის მითთებული ყველა ექიმის ჩამონათვალი, რომელთანაც შეგიძლიათ აიღოთ რიგის ნომერი. ყოველთვის უკეთესია წინასწარ ჩაწერა, თუმცა ამ შემთხვევაში ცოცხალ რიგში თქვენი რიგის ნომერი უზრუნველყოფს მიღების დროს წესრიგს. რჩევა ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რეგისტრატურის თანამშრომლისაგან.
რა დრო დამეხარჯება ექიმთან ერთ ვიზიტზე?
ექიმთან ვიზიტზე დახარჯული დროის პროგნოზირება რთულია, რადგან ყველა პაციენტი და სამედიცინო შემთხვევა განსხვადება. გთხოვთ კლინიკაში მობრძანდით 10-15 წუთით ადრე, რათა გაიაროთ რეგისტრაცია. ვიზიტისთვის უპრიანი იქნება დაგეგმოთ 1 - 1,5 საათი, რადგან ვიზიტის დრო შესაძლოა გახანგრძლივდეს საჭიროების შემთხვევაში, თქვენთვის დამატებითი კვლევების და ანალიზების ჩატარების გამო.
სად შემიძლია დავტოვო ინფორმაცია უკმაყოფილების შესახებ?
კლინიკაში ფუნქციონირებს მომხმარებლების კმაყოფილების სამსახური როგორც ამბულატორიული ისე სტაციონარიზებული პაციენტებისათვის. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კითხვარების საშუალებით ინფორმაციის შეგროვება. ინფორმაციას ასევე ვიღებთ პაციენტების რეკლამაციებს მეშვეობით - მათი დატოვება შესაძლებელია, როგორც ადმინსტრაციის კანცელარიაში, ასევე მთავარ შემოსასვლელთან მარცხნივ ხილულ ადგილას კედელზე მიმაგრებულ წითელ ყუთში.
პაციენტის შენიშვნები და რჩევები გამოყენებული იქნება კლინიკაში დანერგილი პროცესების და მომსახურების გასაუმჯობესებლად. ყველა რეკლამაციას შეისწავლის კლინიკაში მუდმივ მოქმედი სამედიცინო ხარისხისა და ეთიკის კომისია.
შემიძლია მომსახურება მივიღო პერსონალიზებული ყურადღების და კომფორტის პირობებში?
კლინიკას ყოველდღიურად 1000-მდე ადამიანი მომართავს, რომლეთაც ემსახურება 90 ამბულატორიული კაბინეტი და 40-ზე მეტი კლინიკური განყოფილება. აქედან გამომდინარე მომსახურების ნაწილში მიდგომა სტანდარტიზებული და სისტემურად ერთანაირია.
ამის გამო, პაციენტების მოლოდინი განსაკუთრებული და ექსკლუზიური მომსახურების შესახებ შესაძლოა ვერ მატერიალიზდეს. იმისათვის, რომ მოხდეს ადეკვატური მოლოდინების ჩამოყალიბება, სასურველია პაციენტებმა შეკითხვები დაუსვან ქოლცენტრის ოპერატორს ან გაეცნონ ბროშურას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ვებგვერდზე.
ექსკლუზიური მომსახურების მსურველებს, შეუძლიათ მომსახურება მიიღონ შესაბამისი პაკეტის შეძენისას. მაგალითისათვის კლინიკაში ხელმისაწვდომია პაციენტის კომპლექსური კვლევისა და შემოწმების პაკეტი, რომელიც სპეციალური დაგეგმარებით უზრუნველყოფს ცალკე გამოყოფილი კომფორტული სივრციდან გაუსვლელად სერვისების დიდი ნაწილის მოლოდინის გარეშე მიღებას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კრწანისის ქ. #12; 0114 თბილისი, საქართველო
+995 (32) 2190190 (ქოლ-ცენტრი მუშაობს კვირაში 7 დღე, 09:00-დან 21:00 საათამდე)
office@newhospitals.ge
www.newhospitals.ge