ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

3 დეკემბერი 2022

ოფთალმოლოგის ეროვნულმა ცენტრმა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა

3 დეკემბერს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოხსენებებით წარსდგნენ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები და ისაუბრეს ოფთალმოლოგიურ გამოწვევებსა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე.

  • ე. ბრეგვაძე, პ. შოთაძის სახელობის აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ნეიროფიბრომატოზი ტიპი 1 (რეკლინგ ჰაუზენის სინდრომი)
  • თ. ქარდავა, მედიცინის დოქტორი, ორბიტალური პათოლოგიების კლინიკური შემთხვევები
  • ი. აბულაძე, დღენაკლულთა რეტინოპათია - რეალობა და პერსპექტივები
  • გ. ნანობაშვილი, ვიზქიუს ინტრავიტტრეალური ინექცია, კლინიკური შემთხვევის განხილვა
  • ი. ბერაძე, პროფესორი, ამნიონის გამოყენება კონიუნქტივას სიმსივნის, კერძოდ მელანომის რეზექციის დროს
  • მ. აღდგომელაშვილი, მ. მაკრახიძე, თვალის კაკლის ტრავმული დაზიანებები, კლინიკური შემთხვევის განხილვა
  • გ. ქამუშაძე, ს. იბრაგიმოვა, უკანა კაფსულორექსის გამოყენება კატარაქტის ქირურგიაში
  • შ. თადუმაძე, ენდოფთალმიტი ანტიბიოტიკოთერაპიის ერაში
  • ქ. გომელაური, კლინიკა ოფთალმიჯი, მიკროპულსურ ტრანსკლერალური ციკლოფოტოკოაგულაცია
  • მ. გოლოვაჩოვა, მედიცინის დოქტორი, გლაუკომის გზამკვლევი, მე5 გამოცემის მიმოხილვა
  • ო. გოლოვაჩოვი, პროფესორი, სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, გლაუკომის ქირურგია
  • ნ. ოდიშელიძე, ტრაბეკულექტომიისა და ზენ ჯელ სტენტის შედარებითი ანალიზი

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს“ თვალის დაავადებათა მკურნალობის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია და ქვეყნის მასშტაბით ლიდერია გლაუკომის, კატარაქტის, ბადურის ქირურგიის, სიელმეების, თვალის ონკო-ქირურგიის და სხვა ოფთალმოლოგიური ჩარევების მიმართულებით. „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.