ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა
ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი ფილიალი, რომელიც თბილისში, აბულაძის ქუჩაზე (#34-ში) მდებარეობს, 28 მარტს გაიხსნა და პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ახალი ფილიალი აღჭურვილა ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მასში ოფთალმოლოგიური სერვისის მიღება შესაძლებელია როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 126 წლიანი ტრადიცია გააჩნია და პაციენტებს მუდმივად სთავაზობს ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს: სათვალის მოხსნა ფემტოსეკონდ ლაზერით, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, ბადურის და გლაუკომის ქირურგია და სხვა.
2018 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით კიდევ ოთხი ფილიალის გაიხსნა იგეგმება. გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული ახალი ფილიალები, რომლებიც აღჭურვილი იქნება უახლესი ოფთალმოლოგიური ტექნიკითა და ქირურგიული აპარატურით, თბილისის სხვადასხვა უბნებში, ქვეყნის ქალაქებსა და რაიონებში იქნება განთავსებული.
საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.