ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

27 ნოემბერი 2020

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს“ ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე შეუერთდა

„ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ გუნდს, ოფთალმოლოგი და ოფთალმოქირურგი, შოთა თადუმაძე შემოუერთდა და ჩაერთო პაციენტების მკურნალობის პროცესში.

მისი სპეციალობა მოიცავს ვიტრეორეტინულ ქირურგიასა და ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიც არის ბადურის ჩამოცლა, დიაბეტური რეტინოპათია, უცხო სხეული მინისებრ სხეულში, თვალის ტრავმული დაზიანება და სხვ. ამავდროულად, ექიმი მუშაობს სხვადასხვა ოფთალმოლოგიური მიმართულებით, როგორიც არის კატარაქტის ქირურგია, რეფრაქციული ქირურგია (მხედველობის ლაზერული კორექცია) და თერაპიული ოფთალმოლოგია.

შოთა თადუმაძეს პროფესიული ცოდნა და სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, „ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში“, ინდოეთში (Modern Eye Hospital), ბელარუსში („მე-10 კლინიკური საავადმყოფო“), ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთსა და საქართველოში.

„ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელიც დაკომპლექტებულია თვალის უკანა საკანზე სპეციალიზებული ორი ოფთალმოქირურგით და თვალის ტრავმულ დაზიანებებზე სპეციალიზებული ქირურგების მრავალრიცხოვანი გუნდით. ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია და ქვეყნის მასშტაბით ლიდერია გლაუკომის, კატარაქტის, ბადურის ქირურგიის, სიელმეების, თვალის ონკო-ქირურგიის და სხვა ოფთალმოლოგიური ჩარევების მიმართულებით. „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.