„ნიუ ჰოსპიტალსში“ ძვლის ტვინის ტრანპლანტაციის პროცედურა წარმატებით შესრულდა
„ნიუ ჰოსპიტალსის“ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში ძვლის ტვინის გადანერგვის პროცედურა წარმატებით შესრულდა. 68 წლის პაციენტს, რომელსაც მიელომური დაავადება ჰქონდა, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიული მკურნალობა და აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების პირველი ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა.
პაციენტი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და კლინიკო-ჰემატოლოგიურ პარამეტრებზე დაყრდნობით გაწერილია ბინაზე და იმყოფება ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც 2019 წელს გაიხსნა, ქვეყანაში გამორჩეულია ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტებულია საუკეთესო ჰემატოლოგებით. ცენტრს, საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი - თამარ კვაჭაძე ხელმძღვანელობს. გადანერგვის პროცედურებში დისტანციურ რეჟიმში ჩართულია ვერონას საუნივერსიტეტო კლინიკის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის პროფესორი, კრისტინა ტეკიო MD, PhD. გადანერგვისთვის ულტრათანამედროვე აპარატურისა და კრიოშენახვის ლაბორატორიის მეშვეობით ევროპული ხარისხის აფერეზატს და სისხლის კომპონენტებს ამზადებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ სისხლის ბანკის ტრანსფუზიოლოგიისა და აფერეზის განყოფილება ეკატერინე ხარებავას ხელმძღვანელობით.
ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს. ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, მკურნალობა უტარდებათ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ ვისაც აწუხებთ ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები, თალასემიები, მედიკამენტოზური პანციტოპენია, მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები; ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.