ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

19 ოქტომბერი 2020

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ძუძუს პათოლოგიების სკრინინგის აქცია დაიწყო

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ძუძუს პათოლოგიების სკრინინგის აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ძუძუს პათოლოგიების გამოკვლევა სპეციალური პირობებით არის ხელმისაწვდომი.

პაციენტებს, რომელთაც გააჩნიათ სურვილი ჩაიტარონ აღნიშნული სკრინინგი, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ უფასო კონსულტაცია „ნიუ ჰოსპიტალსის“ წამყვან სპეციალისტებთან და ისარგებლონ 30%-იანი ფასდაკლებით ძუძუს ექოსკოპიაზე.


პაციენტებს კონსულტაციას გაუწევენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ თორაკალური ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, დავით გიორგაძე და ონკო და თორაკალური ქირურგი, ანზორ ლაგვილავა. ექიმთან კონსულტაციისთვის პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცენტრს, ნომერზე 032 2 190 190 და ჩაეწერონ წინასწარ.


„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული,  ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 280 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.