ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

29 ივნისი 2021

„ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარებული პროცედურის შედეგად, იშემიური ინსულტის მქონე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

თრომბის ექსტრაქციის (გამოღების) პროცედურა, რის შედეგად 75 წლის პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. პაციენტს მეტყველების დარღვევა და მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი (ზემო და ქვემო კიდურების მოძრაობის შეზღუდვა) კლინიკაში შემოსვლამდე ერთი საათით ადრე განუვითარდა. ზემოხსენებული სიმპტომები ინსულტის ნიშნებს წარმოადგენს.


მიმღებ განყოფილებაში შემოყვანისთანავე პაციენტს ჩაუტარდა კვლევები და დაუდგინდა კომბინირებული მარცხენა შიგნითა საძილე არტერიისა და მარცხენა შუა არტერიის მწვავე თრომბოზი; აგრეთვე, მარცხენა შიგნითა საძილე არტერიის შევიწროება. პაციენტთან დროულად (სიმპტომების განვითარებიდან 5 საათში) შესრულდა  ტექნიკურად რთული თრომბექტომია ჯერ შიგნითა საძილე არტერიიდან, შემდგომ ტვინის შუა არტერიიდან. ასევე, შესრულდა შიგნითა საძილე არტერიის სტენოზის ბალონოპლასტიკა. მაღალტექნოლოგიური ჩარევის შედეგად პაციენტს სრულად აღუდგა მეტყველება და მოძრაობა კიდურებში. კლინიკის ნევროლოგიური განყოფილებაში გატარებული სულ რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტი გაეწერა ბინაზე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული, ნევროლოგიური დეფიციტის და უნარშეზღუდვების გარეშე.

კლინიკის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნეიროქირურგ ცოტნე ჩხიკვიშვილს, ნევროლოგების გუნდს თემურ მარღანიას, ხათუნა სიჭინავას, თეკა მაისურაძეს და პაციენტის მართვაში ჩართულ ყველა თანამშრომელს რთული შემთხვევის წარმატებით მართვისთვის. ზემოხსენებული წარმატება განაპირობა არა მხოლოდ კლინიკის ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული განყოფილებების პროფესიონალიზმმა, არამედ „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმღები, რადიოლოგიური და ანესთეზიოლოგიური განყოფილებების, კათეტერიზაციის ლაბორატორიის და საექთნო პერსონალის სწრაფმა რეაგირებამ და შეთანხმებულმა მუშაობამ.


ინსულტი
ვერაგი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მაღალი სიკვდილობითა და გართულებებით, როგორიცაა მოძრაობის მუდმივი შეზღუდვა და კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება. იშემიური ინსულტის მიზეზი თავის ტვინის სისხლძარღვში განვითარებული თრომბია. მედიკამენტოზური მკურნალობის ერთადერთ მეთოდად, რომელიც აუმჯობესებს იშემიური ინსულტის მქონე პაციენტის გამოსავალს მიჩნეულია თრომბის დაშლა - თრომბოლიზისი სპეციალური მედიკამენტების მეშვეობით. ასევე, თრომბის სპეციალური კათეტერებისა და ხელსაწყოების დახმარებით სპეციალური განათლების მქონე ნეიროქირურგის მიერ მექანიკურად გამოღება - ექსტრაქცია ან ამოკვეთა - თრომბექტომია.


საქართველოში ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად წლიურად მოსალოდნელია ინსულტის 6100 შემთხვევა და აქედან იშემიური ინსულტის - 3330 შემთხვევა. პაციენტის გადარჩენაში საკვანძოა დროული მიმართვა ინსულტის ცენტრის მქონე დაწესებულებაში. ამისათვის საჭიროა ინსულტის სამი ნიშნის დროული ამოცნობა, სასწრაფოს ბრიგადის დაუყოვნებლივ გამოძახება და პაციენტის მიზნობრივად იმ კლინიკებში გადაყვანა სადაც ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე უნარშეზღუდულობის ან სიკვდილის რისკს.


„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი, დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. 2017 წლიდან კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალიზირებული ინსულტის ცენტრი, რომლის გუნდიც 24 საათის განმავლობაში მზად არის ინსულტის თანამედროვე სტანდარტით მკურნალობისთვის. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური მომსახურების სფეროები მოიცავს მოძრაობის დარღვევების, ეპილეფსიის, ნეირო-ინფექციური, ნეირო-კუნთოვანი და ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობას. ასევე, ნეირო-რეაბილიტაციის პროცედურებს, ავტონომიურ, ქცევით, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიას.