ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

24 ოქტომბერი 2022

„ნიუ ჰოსპიტალსში“ 11 წლის პაციენტს თრომბექტომია წარმატებით ჩაუტარდა

„ნიუ ჰოსპიტალსში“ 11 წლის მოზარდს, რომელიც ასაკისთვის იშვიათი, ინსულტის დიაგნოზით შემოვიდა, ენდოვასკულური თრომბექტომია წარმატებით ჩაუტარდა. პროცედურა „ნიუ ჰოსპიტალსის“ თანამედროვე კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ნეიროქირურგმა, ცოტნე ჩხიკვიშვილმა შეასრულა.


კლინიკაში შემოსვლისას პაციენტი ვერ მეტყველებდა და არ ჰქონდა მოძრაობა მარჯვენა კიდურებში. ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტის მდგომარეობა დაუყოვნებლივ შეფასდა ნევროლოგის მიერ და თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით დიაგნოსტირდა მარცხენა შუა არტერიის დახშობა თრომბული მასით. ენდოვასკულური თრომბექტომიის დასრულების შემდეგ, პაციენტს განმეორებითად ჩაუტარდა კვლევები სადაც აღინიშნა მკვეთრი გაუმჯობესება, პროცედურის შედეგად სრულად ალაგდა ასევე ნევროლოგიური დეფიციტი - აღდგა მარჯვენა კიდურების მოძრაობა და პაციენტს აღუდგა მეტყველება.


დღეს პატარა პაციენტი მკურნალობას განყოფილებაში აგრძელებს. ნეიროქირურგის, ცოტნე ჩხიკვიშვილის თქმით, მრავალპროფილური კლინიკის სამსახურების შეთანხმებული მუშაობა და მაღალტექნოლოგიური ჩარევების შესაძლებლობა ნებისმიერი ასაკის პაციენტზე სწრაფი განკურნებისა და მძიმე ინვალიდიზაციის ან ლეტალური გამოსავლის თავიდან არიდების შესაძლებლობას გვაძლევს.


„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკის ინსულტისა და ნეიროინტერვენციების ცენტრში, მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ შესრულებულია ათეულობით წარმატებული მედიკამენტოზიური და ენდოვასკულური ჩარევა.