ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგმა ქალაქ სალონიკში გლაუკომის რიგით მეექვსე გზამკვლევის განხილვაში მიიღო მონაწილეობა
2025 წლის 29-31 მაისს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, ევროპის გლაუკომის საზოგადოების (EGS) წევრთა ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი და განხილული იყო გლაუკომის მართვის გზამკვლევის (Guidelines) მე-6 გამოცემა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგმა და ოფთალმოქირურგმა - მარიამ გოლოვაჩოვამ, რომელიც 2008 წლიდან ევროპის გლაუკომის საზოგადოების წევრია. იგი აქტიურად არის ჩართული გლაუკომის კლინიკური გაიდლაინების განახლებასა და საქართველოში მათი დანერგვის პროცესში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გლაუკომის გაიდლაინის წინა, მე-5 გამოცემა უკვე თარგმნილია და გამოცემულია ქართულ ენაზე პროფესორების: ოლეგ გოლოვაჩოვის, კარლო ტრავერსოსა და კიტ ბარტონის ძალისხმევით. ამ ეტაპზე დაწყებულია მუშაობა მე-6 გამოცემის ქართულ ენაზე თარგმნასა და მის გამოცემაზე.
ნიუ ჰოსპიტალსი და საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების საზოგადოება მადლობას უხდის პროფ. კარლო ტრავერსოს ევროპის გლაუკომის საზოგადოების მეცნიერული საბჭოს წევრებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.