ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

7 მარტი 2024

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი 5 წლისაა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით უკვე მეხუთე წელია, 24 საათის განმავლობაში სრულ პედიატრიულ მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს. აღნიშნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით გამოირჩევა როგორც ინფრასტრუქტურით ასევე, მომსახურების ხარისხით. ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა სხვადასხვა ქირურგიული მიმართულების, თერაპიული, ნევროლოგიური და ამბულატორიული სერვისი, ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის განყოფილება. ასევე, ხელმისაწვდომია მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო რადიოლოგიური (X-Ray, MRI, CT) და ლაბორატორიული კვლევები.


გახსნის დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი თანამშრომლობს ისეთ წამყვან პედიატრიულ საავადმყოფოებთან, როგორებიცაა „არპაჟონის“ და „ნეკკერის“ ბავშვთა საავადმყოფოები (საფრანგეთი), „მეიოს კლინიკა“ (აშშ, მინესოტა), „მიუნხენის ბავშვთა ქირურგიული ცენტრი“ და „შარიტეს კლინიკა“ (გერმანია). მოცემულ საავადმყოფოებთან თანამშრომლობა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმებს შესაძლებლობას აძლევს კვალიფიკაცია აიმაღლონ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. ამასთანავე, უცხოურ საავადმყოფოებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ევროპული და ამერიკული მედიცინის მიღწევების დანერგვას და პაციენტებისთვის საუკეთესო პედიატრიული მომსახურების მიწოდებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის დამსახურებით ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პატარა პაციენტებს გარდა რუტინული, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული რეკომენდაციებისა აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ტკივილის მართვის სერვისებით, მშობლის 24 საათიანი გვერდზე ყოფნის შესაძლებლობით - ნებისმიერი ასაკის თუ სიმძიმის, პროცედურის თუ მანიპულაციის დროს. ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში არსებულმა აღნიშნულმა სპეციფიკამ კი მთლიანად შეცვალა ქვეყანაში ქვეყანაში პედიატრიული პაციენტების მიმართ დამოკიდებულება.