ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

20 მარტი 2023

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი 4 წლისაა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურითა და სერვისების ხარისხით, ოთხი წელია პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება. ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით და პაციენტების 24 საათის განმავლობაში სთავაზობს სრულ პედიატრიულ მომსახურებას. ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, ბავშვთა ქირურგია და ამბულატორიული სერვისები; ასევე, ხელმისაწვდომია მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო რადიოლოგიური (X-Ray, MRI, CT) და ლაბორატორიული კვლევები.


ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გახსნის დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს არაერთ წამყვან პედიატრიულ საავადმყოფოსთან, როგორიცაა „მეიოს კლინიკა“ (აშშ, მინესოტა), „არპაჟონის“ და „ნეკკერის“ ბავშვთა საავადმყოფოები (საფრანგეთი), „მიუნხენის ბავშვთა ქირურგიული ცენტრი“ და „შარიტეს კლინიკა“ (გერმანია); რომელთა დახმარებითაც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმებს შესაძლებლობა ეძლევათ კვალიფიკაცია მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში აიმაღლონ. ამასთანავე, აღნიშნული თანამშრომლობა ემსახურება ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ევროპული და ამერიკული მედიცინის მიღწევების დანერგვას და პაციენტებისთვის საუკეთესო პედიატრიული მომსახურების მიწოდებას.


„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტებს დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად.