„ნიუ ჰოსპიტალსი“ თავის ტვინის გამოკვლევისთვის პაციენტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
„ნიუ ჰოსპიტალსი“ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით მიმდინარე დაავადებების მქონე პაციენტებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. მათ, ვისაც უეცრად განუვითარდათ სამი სიმპტომიდან ერთ-ერთი - სისუსტე კიდურებში, ასიმეტრიული სახე ან მეტყველების დარღვევა, დაუყონებლივ უნდა მიმართონ ექიმს.
პაციენტებს, რომელთაც ქრონიკულად აღენიშნებათ ზემოთხსენებული სიმპტომები, „ნიუ ჰოსპიტალსი“ სთავაზობს უფასო ტრანსპორტირებას თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) კვლევის ჩასატარებლად.
ნუ მოახდენთ ინსულტის ნიშნების იგნორირებას - აირიდეთ თავიდან სიცოცხლისათვის საშიში გართულებები! სიმპტომების გაჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ინსულტის ცენტრს - თავის ტვინის დაავადების სიმპტომების გამოჩენისას, დროული რეაგირება და სამედიცინო დახმარების მიღება ხშირად სიცოცხლის გადამრჩენი ქმედებაა!
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, ფუნქციონირებს განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით განახლებულ რეჟიმში და წარმოადგენს COVID-19-სგან თავისუფალ სივრცეს, სადაც პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ. COVID-19-ზე შემოწმებას პაციენტები გადიან როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებლად მომართვის შემთხვევაში: გეგმიური ჰოსპიტალიზაციის წინ ყველა პაციენტი გადის ორმაგ შემოწმებას ვირუსზე - PCR ტესტით და ანტისხეულებით. ყველა გადაუდებლად შემოსულ პაციენტს უტარდება კვლევები სწრაფი ტესტის ან PCR ტესტის მეშვეობით კოვიდინფექციის გამოსარიცხად, რის შემდეგაც „ნიუ ჰოსპიტალსში" ხდება მხოლოდ არაინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია.
აქცია ძალაშია 2020 წლის 1 ივლისამდე.
კვლევების დასაგეგმად ან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე, ნომერზე 2 190 190.