ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

8 მაისი 2020

„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს კორონავირუსის ორმაგ ტესტირებასა და ჯანმრთელობის კომპლექსურ შემოწმებას სთავაზობს

„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს კორონავირუსის ტესტირებისა და ჯანმრთელობის გამოკვლევის სპეციალურ პაკეტებს სთავაზობს. კლინიკაში COVID-19-ის დასადგენად ორმაგი ტესტია ხელმისაწვდომი - პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ, როგორც PCR ტესტი, ასევე სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე და გაიგონ გადატანილი აქვთ თუ არა ინფექცია.

პაციენტის კომფორტისთვის PCR ტესტის მასალის აღება ხდება როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ (კრწანისის ქ. #12), ასევე პარტნიორ ლაბორატორიაში - ტაშკენტის ქ. #47 ან პაციენტისთვის სასურველ მისამართზე, ბინის პირობებში.

ადამიანები, ვისაც აწუხებთ დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ონკოლოგიური დაავადებები, იმყოფებიან კორონავირუსის გართულების მაღალი რისკის ქვეშ. სპეციალურად მათთვის შეიქმნა ორგანიზმის კვლევის პაკეტი, რომელზეც 25% ფასდაკლება ვრცელდება. კვლევის პაკეტი მოიცავს კორონავირუსის ორმაგ ტესტირებას, ულტრათანამედროვე კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევებს, მუცლის ღრუს, გულის, კისრის და სისხლძარღვების ულტრასონოგრაფიას, დატვირთვის ტესტს, სისხლის ლაბორატორიულ ანალიზებს, ონკო მარკერებსა და თერაპევტის შემაჯამებელ კონსულტაციას. სრული გამოკვლევის ჩასატარებლად, პაციენტს კლინიკაში დასჭირდება მიახლოებით 8 საათის გატარება და იგი უზრუნველყოფილი იქნება კვებით.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, ფუნქციონირებს განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით განახლებულ რეჟიმში და წარმოადგენს COVID-19-სგან თავისუფალ სივრცეს, სადაც პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ. COVID-19-ზე შემოწმებას პაციენტები გადიან როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებლად მომართვის შემთხვევაში: გეგმიური ჰოსპიტალიზაციის წინ ყველა პაციენტი გადის ორმაგ შემოწმებას ვირუსზე - PCR ტესტით და ანტისხეულებით. ყველა გადაუდებლად შემოსულ პაციენტს უტარდება კვლევები სწრაფი ტესტის ან PCR ტესტის მეშვეობით კოვიდინფექციის გამოსარიცხად, რის შემდეგაც „ნიუ ჰოსპიტალსში" ხდება მხოლოდ არაინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია.

კვლევების დასაგეგმად ან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე, ნომერზე 2 190 190.