„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს განახლებული რეჟიმით ემსახურება
საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, რაც გამოიწვია კორონავირუსის COVID-19 გავრცელებამ, „ნიუ ჰოსპიტალსი“ განახლებული რეჟიმით აგრძელებს პაციენტების მომსახურებას. ჰოსპიტალი ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა უზრუნველყოს პაციენტების, მედპერსონალის და ვიზიტორების უსაფრთხოება.
ეპიდემიის რისკის დადგომისთანავე, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩამოყალიბდა საგანგებო სიტუაციის მართვის ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს და არსებულ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით შეაქვს ცვლილება კლინიკის ფუნქციონირების პროტოკოლებში.
მომსახურების ცვლილება ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და განპირობებულია პაციენტებისა და კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნვით.
- ამბულატორიაში პაციენტების მიღება ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით და შეზღუდულია ცოცხალი რიგით სარგებლობის შესაძლებლობა. პაციენტებს, რომელთაც სურთ მიიღონ გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, უნდა დაუკავშირდნენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცენტრს ნომერზე 2 190 190 და წინასწარ ჩაეწერონ ვიზიტზე. ჩაწერის შემთხვევაში, პაციენტს ეგზავნება უნიკალური კოდი, რომელსაც წარმოადგენს კლინიკაში რეგისტრაციისას.
- პაციენტების კლინიკაში შემოსვლისას ხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება და კორონავირუსით დაინფიცირების რისკის არსებობის შემთხვევაში ხდება მათი გადაყვანა შესაბამისი სტანდარტის იზოლირებულ სივრცეში.
- ფუნქციონირებს სატელეფონო ტრიაჟი - პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცენტრს ნომერზე 2 190 190 და მიიღონ კონსულტაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. ქოლცენტრის ოპერატორი მისცემს პაციენტს რეკომენდაციას სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვის შესახებ.
- გაორმაგებული სიხშირით ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
- ამბულატორიაში ექიმთან ვიზიტზე, ლაბორატორიულ ან ინსტრუმენტულ კვლევაზე მოსულ ყველა პაციენტს ვთხოვთ ეკეთოს პირბადე. თუ პაციენტს არ აქვს პირბადე, მისი შეძენა შესაძლებელია რეგისტრაციის დროს, კლინიკის რეგისტრატურაში. შეძენისას პირბადე გაიცემა მხოლოდ პაციენტზე და მის ერთ თანმხლებ პირზე, თვითღირებულებით, ფასნამატის გარეშე.
- ყველა პაციენტი კლინიკაში შესვლის წინა ვალდებულია ხელი დაიმუშავოს დეზინფექტანტით, რომელიც თავისუფალ წვდომაშია კლინიკის შესასვლელებში.
- სტაციონარულ განყოფილებაში შეზღუდულია პაციენტების პირადად მონახულების შესაძლებლობა. მოწყობილია ვიდეო კომუნიკაციის შესაძლებლობები და გამოყოფილ დროში კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტებისა და მნახველების ვიდეოზარების განხორციელებას აღნიშნული აპარატურით.
- კლინიკის სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი, რომელთაც ექნებათ ან მოუწევთ კონტაქტი დაინფიცირებულ პაციენტთან, არიან დაცული პერსონალური დაცვის საშუალებებით და იმყოფებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 2 190 190