ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

7 მაისი 2020

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ნაღველკენჭოვანი დაავადების, ქრონიკული თიაქრის და მუცლის ღრუს სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მიმართავს

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ნაღველკენჭოვანი დაავადების, ქრონიკული თიაქრის და მუცლის ღრუს სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მოუწოდებს არ მოახდინონ არსებული დაავადებების უგულებელყოფა და გამოიჩინონ სიფრთხილე.

პაციენტებს, ვისაც აწუხებთ ტკივილი მუცლის არეში, სიყვითლე, გულისრევა ან ზოგადი სისუსტე, "ნიუ ჰოსპიტალსი" სთავაზობს უფასო ტრანსპორტირებას მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ჩასატარებლად, უზუსტესი, თანამედროვე მრავალშრიანი აპარატით - Siemens Somatom.

ნუ მოახდენთ მუცლის ღრუში მიმდინარე დაავადების ნიშნების იგნორირებას - აირიდეთ თავიდან სიცოცხლისთვის საშიში გართულებები! სიმპტომების გაჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შინაგანი ორგანოების პათოლოგიების დროს დროული რეაგირება და სამედიცინო დახმარების მიღება აუცილებელი ქმედებაა!

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, ფუნქციონირებს განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით განახლებულ რეჟიმში და წარმოადგენს COVID-19-სგან თავისუფალ სივრცეს, სადაც პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ. COVID-19-ზე შემოწმებას პაციენტები გადიან როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებლად მომართვის შემთხვევაში: გეგმიური ჰოსპიტალიზაციის წინ ყველა პაციენტი გადის ორმაგ შემოწმებას ვირუსზე - PCR ტესტით და ანტისხეულებით. ყველა გადაუდებლად შემოსულ პაციენტს უტარდება კვლევები სწრაფი ტესტის ან PCR ტესტის მეშვეობით კოვიდინფექციის გამოსარიცხად, რის შემდეგაც „ნიუ ჰოსპიტალსში" ხდება მხოლოდ არაინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია.

აქცია ძალაშია 2020 წლის 1 ივლისამდე.

კვლევების დასაგეგმად ან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე, ნომერზე 2 190 190.