ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

28 ივლისი 2020

ლევან ფერაძე უფასო კონსულტაციებს გამართავს

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან ფერაძე ქირურგიულ პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს გამართავს.
ქირურგთან უფასო ვიზიტზე ჩაწერა შეუძლია ყველას, ვისაც სჭირდება ბავშვთა ქირურგის კონსულტაცია. პაციენტების მიღება მოხდება მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 2 190 190.
ლევან ფერაძეს 34 წლიანი პროფესიული გამოცდილება გააჩნია და მისი სპეციალიზაცია ბავშვთა ქირურგიასა და პედიატრიას მოიცავს. განათლება და გამოცდილება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ-ს “სკრენტონის უნივერსიტეტში”. ამავდროულად, იგი არის 32 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და „ბავშვთა ქირურგები ჯანმრთელი მომავლისთვის“ - ასოციაციის თავჯდომარე.
ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულება მოიცავს სრული სპექტრის ქირურგიულ მომსახურებას - ინვაზიურ პროცედურებს, ლაპარასკოპიულ ინტერვენციებს, ღია ქირურგიულ ოპერაციებს და ახალშობილთა ქირურგიას. ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი უპრეცედენტო ინფრასტრუქტურით, აღჭურვილობით და სერვისების ხარისხით, მოსახლეობას სთავაზობს პაციენტის მზრუნველობაზე ორიენტირებულ, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში.