ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

30 ნოემბერი 2022

კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის თანამედროვე ასპექტების შესახებ კონფერენცია გაიმართა

29 ნოემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით სამედიცინო-კარდიოლოგიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გახსნა კლინიკის კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, რამაზ ბათავანმა. მოხსენებებით წარდგენენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიისა და არითმოლოგიის წამყვანი სპეციალისტები, ზვიად მათოშვილი, ბესიკ გოგორიშვილი, თამარ ჯანაშია, ლაშა მოსიაშვილი, თამარ ნარმანია, ბესო ჩადუნელი და ზაზა კაციტაძე. მომხსენებლებმა განიხილეს კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის თანამედროვე  ასპექტები და გულის პათოლოგიების დიაგნოსტირების და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.


„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.