ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

26 აპრილი 2019

ილია პეკარსკი „ნიუ ჰოსპიტალსში“ - ხერხემლის საუკეთესო ქირურგი საქართველოში!

მსოფლიოს საუკეთესო ხერხემლის ქირურგი საქართველოში, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაციებს ჩაატარებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - ილია პეკარსკი, ისრაელის წამყვანი სპეციალისტია ხერხემლის ქირურგიის დარგში. მას განათლება ისრაელსა და რუსეთში, ხოლო პრაქტიკული გამოცდილება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აქვს მიღებული; კერძოდ, ოპერაციები ჩატარებული აქვს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, ავსტრია, ეპანეთი, იტალია, ჰოლანდია, აშშ, შვეიცარია და სხვ. იგი მუდმივად ატარებს სწავლებებს და გამოცდილებას უზიარებს დარგის სპეციალისტებს ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში.

ამჟამად, ილია პეკარსკი თელ-ავივის საუკეთესო კლინიკებში მოღვაწეობს და ახლა უკვე სპეციალური მოწვევით, „ნიუ ჰოსპიტალსშიც“ მიიღებს პაციენტებს. მისი სპეციალიზაცია მოიცავს ხერხემლის ქირურგიის შემდეგ მიმართულებებს:

  • მალებს შორის თიაქრის ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობა
  • ოსტეოქონდროზის ქირურგიული მკურნალობა
  • ხერხემლის გამრუდების კორექცია
  • კისრის მალების ქირურგია
  • ინტერვერტებერალური დისკის ჩანაცვლება
  • ხერხემლის ნაკლებინვაზიური ოპერაციები
  • ხერხემლის ენდოსკოპიური ოპერაციები
  • ხერხემლის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა
  • ხერხემლის განმეორებითი ოპერაციები
  • ხერხემლის მოტეხილობების მკურნალობა
  • ხერხემლის ტკივილის არაქირურგიული მეთოდით მკურნალობა

ხერხემლის მალებს შორის თიაქარი - ზურგის ტკივილის ხშირი მიზეზი!

კისრისა და ხერხემლის არეში ტკივილის მიზეზი, ხშირად მალებს შორის თიაქრის არსებობაა. ხერხემლის თიაქრის მდებარეობა განსხვავებულია - უმეტეს შემთხვევაში თიაქარი დაკავშირებულია წელის არესთან, იშვიათად კი კისრის ან მკერდის არეში მდებარეობს. მალებს შორის თიაქარმა შესაძლოა შეაწუხოს ისინი, ვინც ხშირად არიან სიმძიმეების აწევით ან ინტენსიური სპორტით დაკავებული, აწუხებთ მეტაბოლური დარღვევები, მიღებული აქვთ ტრავმა ან გააჩნიათ გენეტიკური განწყობა. 

ცნობილი ფაქტია, რომ ისრაელი მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა მალებს შორის თიაქრის მკურნალობის მიმართულებით. მედიცინის დოქტორი, ილია პეკარსკი კი სწორედ ისრაელის საუკეთესო ხერხემლის ქირურგია, რომლის მიერ გაწეული სამკურნალო თუ ქირურგიული პროცედურები ხშირ შემთხვევაში ერთადერთ და საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს პაციენტისთვის - დაიბრუნოს ჯანმრთელობა.

ილია პეკარსკის თქმით, ნებისმიერ სამედიცინო მიმართულებაში, საჭიროა პაციენტი სწორად მოხვდეს ექიმთან, რათა ექიმმა მას დაუნიშნოს ინდივიდუალური მკურნალობა და აღმოუჩინოს საჭირო დახმარება. მთავარია ზუსტად განისაზღვროს პრობლემა და მოიძებნოს ოპტიმალური გადაწყვეტილება. თუმცა, ხერხემლის ქირურგიაში, უმნიშვნელოვანესია პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს, რადგან ხერხემლის დაავადებებისა და ტრავმების დროს დაუშვებელია დაგვიანებული მკურნალობა. დაზიანება შესაძლოა ყოველდღიურად გაუარესდეს და შესაბამისად, გვიან დაწყებული მკურნალობა ან ჩატარებული ოპერაცია შესაძლოა რთული აღმოჩნდეს როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვის. 

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 032 2 190190