ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

22 ოქტომბერი 2024

ელისო ბრეგვაძე ESOPRS-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, ელისო ბრეგვაძე პირველი ქართველი ოფთალმოლოგია, რომელიც ევროპის ოფთალმოლოგიური პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ასოციაციის (ESOPRS) სრულუფლებიანი წევრი გახდა.


ESOPRS წარმოადგენს ევროპის ოფთალმოლოგიური პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ასოციაციის, რომლის მიზანია ევროპის მასშტაბით ხელი შეუწყოს ოფთალმოლოგიის მიმართულებით თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას.

ESOPRS-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მოპოვება დაკავშირებულია ასოციაციის მიერ დაწესებული არაერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილებასთან, როგორიც არის მოხსენებების წარდგენა ESOPRS-ის კონფერენციებზე, სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში და ასოციაციის კომიტეტის მოთხოვნებისთვის შესაბამისი სხვა ცოდნისა და უნარების დემონსტრირება.