26 ოქტომბერი 2026
შეხვედრის მიზანი იყო CDC-ისა და საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობის შედეგების გაცნობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების გამოვლენა და მათზე რეაგირების შესაძლებლობების შეფასება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) წარმომადგენლების ვიზიტი „ნიუ ჰოსპიტალსში“
საქართველოში ოფიციალური სტუმრობის ფარგლებში „ნიუ ჰოსპიტალსს“ ეწვივნენ CDC-ის სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე ჯენიფერ შუფორდი და გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი პეიჯ არმსტრონგი.
შეხვედრის მიზანი იყო CDC-ისა და საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობის შედეგების გაცნობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების გამოვლენა და მათზე რეაგირების შესაძლებლობების შეფასება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გაძლიერებას, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგს, ასევე სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.